საქართველოს მე 5 ე პრეზიდენტი მარშს – „საქართველო ირჩევს ევროკავშირს“ შეუერთდა

საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი მარშს – „საქართველო ირჩევს ევროკავშირს“ შეუერთდა, რომელიც თავისუფლების მოედანზე მიმდინარეობს.
როგორც ცნობილია, პრეზიდენტი მარშის მონაწილეებს სპეციალურად მოწყობილი სცენიდან სიტყვით მიმართავს.
პრეზიდენტმა გუშინ გამართულ ბრიფინგზე აღნიშნა, რომ მნიშვნელოვანია, ხალხი გარეთ გავიდეს და თავისი ნება აჩვენოს.
მარშის მონაწილეებმა 5 ლოკაციიდან თავისუფლების მოედანზე მსვლელობით გადაინაცვლეს. მათ თან ჰქონდათ საქართველოს და ევროკავშირის დროშები. სპეციალურად მოწყობილ სცენაზე პრეზიდენტის გარდა მოქალაქეებს სხვადასხვა სფეროს წარმომადგენლებიც მიმართავენ. თავისუფლების მოედანზე დაგეგმილია კონცერტიც, რომელში მონაწილეობას მიიღებენ მუსიკოსები: ჯგუფი „ყველა“, LOUDSPEAKERS, ნიაზ დიასამიძე, „გამოუვალი მდგომარეობა“, ბექა გოჩიაშვილი და თემურიკო დიასამიძე, ნინო ქათამაძე, ჯგუფი „ინსაითი“ და ნიკოლოზ რაჭველი.
“საქართველო ირჩევს ევროკავშირს” – თბილისში სახალხო მარში 5-ივე ლოკაციიდან დაიწყო
პროევროპული მარშის, “საქართველო ირჩევს ევროკავშირს” მონაწილეები თავისუფლების მოედანზე შეიკრიბნენ.
თავისუფლების მოედანზე, გამომსვლელების მიმართვების შემდეგ, აქცია-კონცერტია დაგეგმილი, სადაც მონაწილეობას არაერთი ქართველი მუსიკოსი მიიღებს.
სახალხო მარში თბილისში, 5 ლოკაციიდან დაიძრა. მოქალაქეები მარჯანიშვილის მოედანზე, ამაღლების ქუჩაზე, 300 არაგველის ობელისკთან, გმირთა მოედანსა და რესბუბლიკის მოედანზე შეიკრიბნენ და მსვლელობით თავისუფლების მოედნისკენ გაემართნენ.
მსვლელობას, მოქალაქეებთან ერთად, პოლიტიკური პარტიების წარმომადგენლებიც შეუერთდნენ, მათ შორის კოალიცია ცვლილებისთვის, ერთიანობა – ნაციონალური მოძრაობის, ძლიერი საქართველოსა და ფედერალისტების წევრები.