მნიშვნელოვანირეგიონისიახლეები

კახეთში სახელოვნებო და სპორტული სექციების მუშაობა შეწყდა

კახეთის სამ მუნიციპალიტეტში სახელოვნებო და სპორტული სექციების მუშაობა შეწყდა.

კახეთში სახელმწიფო რწმუნებულის მოვალეობის შემსრულებლის ირაკლი შიოშვილის ინფორმაციით, გადაწყვეტილება ეპიდემიოლოგიური ვითარების გაუარესების გამო, დაავადებათა კონტროლის ცენტრის კახეთის განყოფილების რეკომენდაციით მიიღეს.

“ეპიდემიოლოგების რეკომენდაციების გათვალისწინებით გადაწყდა, რომ კახეთის კიდევ სამ მუნიციპალიტეტში, სიღნაღში, ყვარელსა და გურჯაანში, გუნდური მეცადინეობები შეწყდება. თელავში გადაწყვეტილება რამდენიმე დღით ადრე იყო მიღებული. კონკრეტულ ვადას ჯერ ვერ დაგისახელებთ, აქაც ეპიდემიოლოგების რეკომენდაციებზე ვიქნებით დამოკიდებული”, – განაცხადა შიოშვილმა.

დღეს კახეთში კორონა ვირუსის 46 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა.

მრავალგზის მცდელობის მიუხედავად, რადიო ჰერეთმა, დაავადებათა კონტროლის ცენტრის კახეთის განყოფილებისგან კომენტარი ჯერჯერობით ვერ მოიპოვა.

მსგავსი პოსტები

Back to top button