მნიშვნელოვანიმსოფლიოსიახლეებისპორტი

საქართველოს მეორე მატჩი ევროპის ჩემპიონატზე და ისტორიაში პირველი შეხვედრა ჩეხეთის ნაკრებთან – თამაშის დაწყებამდე რამდენიმე საათი რჩება

საქართველო-ჩეხეთის ისტორიული მატჩის ჩვენება თბილისში მიხეილ მესხის სახელობის ლოკომოტივის სტადიონზე გაიმართება

22 ივნისს, საქართველოს ეროვნული ნაკრები ფეხბურთში ევრო 2024-ის F ჯგუფის მეორე ტურის შეხვედრაში ჩეხეთის ნაკრებს დაუპირისპირდება. საფეხბურთო მატჩი ჰამბურგში, „ფოლკსპარკშტადიონზე“ გაიმართება- თამაშის დაწყებამდე რამდენიმე საათი რჩება. “ჯვაროსნები“ ჩეხეთის ნაკრებთან დაპირისპირებისთვის მზადებას განაგრძობენ.

საქართველოსა და ჩეხეთის ნაკრებები ისტორიაში პირველად შეხვდებიან ერთმანეთს. რადგან პირველ ტურში ორივე ნაკრები დამარცხდა (საქართველო თურქეთთან 1:3, ჩეხეთი პორტუგალიასთან 1:2), ამ მატჩს გუნდებისთვის გადამწყვეტი მნიშვნელობა აქვს– დამარცხებული პლეი ოფში გასვლის შანსს საგრძნობლად შეიმცირებს
ვილი სანიოლის გუნდმა, დორტმუნდში, ბერლფერტის საწვრთნელ ბაზაზე მატჩის წინა ვარჯიში უკვე ჩაატარა, რის შემდეგაც ჰამბურგში გაემგზავრა, სადაც დღის ბოლოს მასპინძელ სტადიონზე პრესკონფერენცია გაიმართა.
შემდეგ შეხვედრას საქართველოს ნაკრები 26 ივნისს გამართავს, გელზენკირხენში, სადაც ის პორტუგალიის ეროვნულ ნაკრებს დაუპირისპირდება.

თბილისში მყოფი გულშემატკივრებისთვის საქართველოს ფეხბურთის ფედერაციისა და დედაქალაქის მერიის ორგანიზებით, დიდ ეკრანებზე ისტორიული მატჩის ჩვენება მიხეილ მესხის სახელობის ლოკომოტივის სტადიონზე გაიმართება. დამონტაჟებულია ეკრანები, მოწყობილია სპეციალური სივრცეები.

თბილისის გარდა, განსაკუთრებული სამზადისია რეგიონებშიც- საქართველოს ყველა ქალაქში, ღია ჩვენებები დიდ ეკრანებზე მოეწყობა. ყველა მუნიციპალიტეტში სხვადასხვა ადგილზე სპეციალური სივრცეებია გამოყოფილი, სადაც ასევე მეწარმეების მიერ მოეწყობა კვების სივრცეები, იქნება საზეიმო მსვლელობები, მუსიკალური პროგრამები და სპორტული აქტივობები.
დღევანდელი მატჩისთვის ნაკრების ფეხბურთელებთან ერთად ემზადებიან ქართველი გულშემატკივრებიც. ქომაგები უკვე ჰამბურგში იმყოფებიან, სადაც დღეს საქართველოს დროშებით მსვლელობაც იგეგმება.

ეროვნული გუნდის მხარდასაჭერად ჩემპიონატის მასპინძელ ქვეყანაში ათასობით ქართველი ჩავიდა.

დღეს საქართველო-ჩეხეთის მატჩი საქართველოს დროით 17:00 საათზე დაიწყება.

მსგავსი პოსტები

Back to top button