მნიშვნელოვანისიახლეები

საქართველოს მეოთხე პრეზიდენტი შესაძლოა, „ლელოში“ გაწევრიანდეს.

„წინ მხოლოდ გამარჯვებაა“, – ამის შესახებ „ლელოს” გენერალური მდივანი ირაკლი კუპრაძე სოციალურ ქსელში წერს და აქვეყნებს ფოტოს საქართველოს მეოთხე პრეზიდენტ გიორგი მარგველაშვილთან ერთად.

ასევე, ფოტოზე არიან „ლელოს“ ლიდერები – მამუკა ხაზარაძე, ბადრი ჯაფარიძე, ფიქრია ჩიხრაძე და დავით გამყრელიძე.
მედია „ლელოში“ შესაძლო გაერთიანებასთან დაკავშირებით ექსპრეზიდენტ მარგველაშვილს დაუკავშირდა, რომელმაც განაცხადა, რომ საკითხთან დაკავშირებით კომენტარს არ აკეთებს.

ამასთან, „ლელოს“ პრესსამსახურში არ ადასტურებენ ინფორმაციას პარტიაში მარგველაშვილის გაწევიანების შესახებ.

მსგავსი პოსტები

Back to top button