მნიშვნელოვანისიახლეები

საქართველოს მესამე პრეზიდენტი, მორიგ წერილს აქვეყნებს

საქართველოს მესამე პრეზიდენტი, მიხეილ სააკაშვილი, გორის ჰოსპიტალიდან მორიგ წერილს აქვეყნებს.

მოგიწოდებთ მრავალი სხვადასხვა აქციისკენ, უნდა მოვამზადოთ ერთი დიდი საერთო ეროვნული აქცია დეკემბერში!

ამავე წერილში, მიხეილ სააკაშვილი საზოგადოებას თხოვს 29 ნოემბერს ჩანიშნულ პროცესზე შეიკრიბონ სასამართლოსთან.

“მე იმედი მაქვს, რომ უახლოეს დღეებში შეიქმნება ჩემი თავისუფლების საზოგადოებრივი კომიტეტი. ამავე დროს ველი და ზუსტად ვიცი, რომ ამ მიმართულებით ისეთივე ძალით გააგრძელებს აქტიურობას ,,ნაციონალური მოძრაობა”. მადლობელი ვარ სხვა პარტიების და პიროვნებების მხრიდან აქტიურობის და ეს გარდაუვლად გამოიწვევს საზოგადოების ფართო ფენების აქტიურობის ტალღას. მოგიწოდებთ, მრავალი სხვადასხვა აქციისკენ და უნდა მოვამზადოთ ერთი დიდი საერთო ეროვნული აქცია დეკემებრში. 29-ში ჩანიშნულ სასამართლო პროცესზე, გთხოვთ, რომ შეიკრიბოთ სასამართლოსთან და ეს იქნება პირველი შესაძლებლობა პირდაპირი მიმართვის ბოლო ორ თვეში. ყველამ ვიცით, რომ სასამართლო ფარსია, მაგრამ შეგვიძლია გამოვიყენოთ ჩვენი შეხვედრის ადგილად”- წერს სააკაშვილი.

ადვოკატ ბექა ბასილაიას თქმით, მათი მოთხოვნაა, რომ თუ მიხეილ სააკაშვილს ჯანმრთელობის მდგომარეობა შესაძლებლობას მისცემს, 29 ნოემბერს საკუთარ სასამართლო პროცესზე დასწრების უფლება მისცენ.

ადვოკატების მოთხოვნის მიუხედავად, ყოფილ პრეზიდენტს საკუთარ სასამართლო პროცესებზე დასწრების უფლებას არ აძლევდნენ.

შეგახსენებთ რომ სააკაშვილმა შიმშილობა 19 ნოემბერს შეწყვიტა, 22 ნოემბერს კი, იუსტიციის მინისტრმა რატი ბრეგაძემ თქვა, რომ შიმშილობის შეწყვეტა არის ​იმის საფუძველი, რომ ყოფილი პრეზიდენტი შემდეგ პროცესზე სასამართლო დარბაზში გადაიყვანონ

მსგავსი პოსტები

Back to top button