რეგიონი

თელავში ახალგაზრდები პროდუქტს უფასოდ არიგებენ

თელავის ცენტრში ახალგაზრდები პროდუქტს უფასოდ არიგებენ.

გაჭირვებული მოსახლეობას პური, მაკარონი და თაფლი, თელაველი ახალგაზრდის, რეზო ღაზიაძის ინიციატივით გადაეცემა.

საქველმოქმედო აქციის ინიციატორი ამბობს, რომ ასეთ აქტივობებს მომავალშიც გააგრძელებს.

,,თელავი ძალიან მიყვარს. ამ ქალაქში გავიზარდე. მიყვარს აქ მცხოვრები ყველა ადამიანი. სულ ვფიქრობდი, რომ მსგავსი დღეები მეჩუქებინა იმ ხალხისთვის, ვისაც დახმარება სჭირდება. მსგავს აქტივობებს შემდეგშიც გავაგრძელებ და რაც მეტი ადამიანი შემოგვიერთდება, მეტ გაჭირვებულს გავახარებთ”- ამბობს ღაზიაიძე.

დღევანდელ აქციაში რეზო ღაზიაძესთან ერთად, ახალგაზრდული სათემო ცენტრი და მეფუტკრეობით დაკავებული ქალიც ჩაერთო, რომელმაც გაჭირვებულებისათვის გადასაცემად, საკუთარი მეურნეობიდან 20 კილოგრამი თაფლი გაიღო.

პროდუქტის გაცემა, თელავის ცენტრში მარაგის საბოლოო ამოწურვამდე გაგრძელდება.

მსგავსი პოსტები

Back to top button