მნიშვნელოვანიმსოფლიოსიახლეები

საქართველოს მომავალთან დაკავშირებით გადაწყვეტილება მხოლოდ საქართველოში ქართველმა ხალხმა შეიძლება მიიღოს

საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი ევროპული საბჭოს პრეზიდენტს, შარლ მიშელს ბრიუსელში შეხვდა. შეხვედრის ამსახველ ფოტოს მიშელი სოციალურ ქსელ X-ზე ავრცელებს.
როგორც მიშელი აღნიშნავს, პრეზიდენტ ზურაბიშვილს საქართველოსთვის „გადამწყვეტ მომენტში“ ხვდება, ამასთან, მიშელის თქმით, საქართველოს რეფორმების გაღრმავება სჭირდება ევროკავშირის ღირებულებების შესაბამისად.

“პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილს საქართველოსთვის გადამწყვეტ მომენტში შევხვდი. როგორც კანდიდატმა ქვეყანამ, საქართველომ უნდა გააღრმავოს რეფორმები ჩვენი საერთო დემოკრატიული ღირებულებების შესაბამისად. რეფორმები, კანონის უზენაესობა და დემოკრატიული პრინციპები ევროკავშირის გზის საფუძველია. საქართველოს მომავალი მხოლოდ საქართველოში, ქართველმა ხალხმა შეიძლება, გადაწყვიტოს”, – წერს შარლ მიშელი.

ამ გადამწყვეტ მომენტში ევროპული მხარდაჭერა სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია , – ამის შესახებ საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი პლატფორმა X-ზე წერს.

ზურაბიშვილის თქმით, „ერის სახელით მადლიერება გამოხატა საქართველოს მეგობრის, შარლ მიშელის მიმართ, რომელიც ჩვენს ევროპულ მისწრაფებებს მტკიცედ უჭერს მხარს”.

„ამ გადამწყვეტ მომენტში ევროპული მხარდაჭერა სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია – მორალური მხარდაჭერა და დამკვირვებლები არჩევენბზე ქართველ ხალხს გააძლიერებს მაშინ, როცა ევროპული მომავლის მიმართ ჩვენს ერთგულებას ვადასტურებთ”, – წერს პრეზიდენტი ზურაბიშვილი.

პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი ბრიუსელში ვიზიტის ფარგლებში, ასევე ხვდება ევროკომისიის პრეზიდენტს, ურსულა ფონ დერ ლაიენს. პრეზიდენტის ადმინისტრაცია აცხადებს, რომ შეხვედრა უკვე დაიწყო. უწყება, ასევე მათი შეხვედრის ამსახველ ვიდეომასალასაც აქვეყნებს. არჩევნებამდე ერთი თვით ადრე საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი საფრანგეთს, გერმანიასა და პოლონეთს ესტუმრა. 30 სექტემბერს ის გერმანიის პრეზიდენტს ფრანკ-ვალტერ შტაინმაიერს, ხოლო 1 ოქტომბერს პოლონეთის პრეზიდენტს, ანჯეი დუდას შეხვდა.

პრეზიდენტი ზურაბიშვილი ვარშავაში უსაფრთხოების ფორუმზე იყო მიწვეული. მან გამართა ორმხრივი შეხვედრები ევროპისა თუ აშშ-ის ხელისუფლებათა წარმომადგენლებთან. საერთაშორისო პარტნიორებმა კიდევ ერთხელ გამოხატეს წუხილი ევროინტეგრაციის გზაზე უკუსვლის და საქართველოში რუსული ზეგავლენების დამკვიდრების გამო.

ინფორმაციისთვის, პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი ევროპის რამდენიმე ქვეყანაში, მათ შორის საფრანგეთში იმყოფებოდა, სადაც დაესწრო დოკუმენტური ფილმის ჩვენებას: „ბუჩამდე იყო აფხაზეთი“. ასევე, პრეზიდენტი გერმანიას სტუმრობდა, სადაც პრეზიდენტ ფრანკ-ვალტერ შტაინმაიერს შეხვდა, გუშინ კი პოლონეთში იმყოფებოდა, სადაც პრეზიდენტ ანჯეი დუდასთან გამართა შეხვედრა.

მსგავსი პოსტები

Back to top button