მნიშვნელოვანირეგიონისიახლეები

საქართველოს მოქალაქეების დაკავება ტერორისტულ დანაშაულზე მიმდინარე გამოძიების ფარგლებში მოხდა_სუს

სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურმა საქართველოს საქათველოს ორი მოქალაქე დააკავა.

მოქალაქეების დაკავება ტერორისტულ დანაშაულზე მიმდინარე გამოძიების ფარგლებში მოხდა.

სუს-ის ინფორმაციით, ტერორისტულ დანაშაულზე მიმდინარე გამოძიების ფარგლებში, საქართველოს ორი მოქალაქე დააკავეს.

სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ცნობით, სპეციალური ოპერაცია
ოთხ ლოკაციაზე ერთდროულად ჩაატარდა.

„საგამოძიებო მოქმედებების შედეგად ამოღებულია დროშები ტერორისტული ორგანიზაცია „ისლამური სახელმწიფოს“ სიმბოლიკით და სხვადასხვა სახის ელექტრონული ინფორმაციის მატარებელი მოწყობილობა. ამასთან, დაკავებულების საცხოვრებელი სახლებიდან ამოღებულია საბრძოლო მასალა, ასაფეთქებელი მოწყობილობა და ფეთქებადი ნივთიერებები”- აცხადებენ სამსახურში.

სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის კონტრტერორისტული ცენტრი გამოძიებას სისხლის სამართლის კოდექსის 327-ე და 236-ე მუხლებით აწარმოებს. გრძელდება აქტიური ოპერატიულ-საგამოძიებო მოქმედებები როგორც დაკავებული პირების ტერორისტული ორგანიზაცია „ისლამური სახელმწიფოს“ საქმიანობაში მონაწილეობის ხასიათის გამოვლენისთვის, ისე დანაშაულთან შემხებლობაში მყოფი სხვა პირების იდენტიფიცირების მიზნით.

მსგავსი პოსტები

Back to top button