მნიშვნელოვანიმსოფლიორეგიონისაქართველოსიახლეები

“საქართველოს მოქალაქეთა ჯგუფი პროვოკაციას აპირებს”

აზერბაიჯანის სახელმწიფო სასაზღვრო სამსახური აცხადებს, რომ საქართველოს მოქალაქეთა ერთი ჯგუფი 4 ივნისს დავით გარეჯის სამონსტრო კომპლექსთან, საქართველო-აზერბაიჯანის საზღვრის მიმდებარე ტერიტორიაზე პროვოკაციული ქმედებების განხორციელებას აპირებს.

უწყების ინფორმაციით, შესაძლო პროვოკაციებზე პასუხისმგებლობა მის ორგანიზატორებს დაეკისრებათ, ხოლო შესაბამისი ქვედანაყოფები მზად არიან, აღკვეთონ ეს ქმედებები, რაზედაც უკვე აცნობეს საქართველოს შსს-სა და სასაზღვრო პოლიციას.

ბოლო ინფორმაციით, ჩიჩხიტურის მონასტერთან სამართალდამცავთა მობილიზაცია შეინიშნება.

ადგილზე აზერბაიჯანელი მესაზღვრეები და ქართული დანაყოფები იმყოფებიან.

ცნობისთვის, დღეს დავით გარეჯობაა. სასულირო პირები და ადგილობრივები დავით გარეჯის სამონასტრო კომპლექსთან შეიკრიბნენ.

“ჩვენ გვაქვს იმედი, რომ ჩვენი ძმობაც შენარჩუნდება, რომელიც არის აზერბაიჯანთან და ამასთან ერთად, ეს სიმართლეც დადგინდება.” – ამის შესახებ ჟურნალისტებს პატრიარქის მოსაყდრე მეუფე შიომ განუცხადა, რომელიც გარეჯობასთან დაკავშირებით დღეს დავით გარეჯის სამონასტრო კომპლექსში იმყოფებოდა.

მისი თქმით, საზღვრის დადგენის საკითხზე ორმხრივი კომისია მუშაობს.

„მუშაობს ორმხრივი, ახალი კომისია. იმედი გვაქვს, რომ ეს კომისია უფრო პრინციპული იქნება, ვიდრე წინა და იმედი გავქვს, რომ დადგინდება სიმართლე… მე იმის თქმა მინდა, რომ ჩვენ გვაქვს იმედი, რომ ჩვენი ძმობაც შენარჩუნდება, რომელიც არის აზერბაიჯანთან და ამასთან ერთად, ეს სიმართლეც დადგინდება და კომისიის მუშაობა კეთილად წარიმართება.” – განაცხადა მეუფე შიომ.

მსგავსი პოსტები

Back to top button