მნიშვნელოვანიმსოფლიოსიახლეებისპორტი

საქართველოს მორაგბეთა ეროვნული ნაკრები “რაგბი ევროპის” ფინალშია

2025 წლის რაგბი ევროპის ჩემპიონატის ნახევარფინალში საქართველოს ნაკრებმა რუმინეთი 43:5 დაამარცხა და ფინალში გავიდა.

საქართველო – რუმინეთი 43:5

ლელო: თოდუა, ტაბუცაძე, ბაბუნაშვილი, აფრასიძე, კახოიძე, ახალაძე, კვესელაძე – კონაჰე.

გარდასახვა: მატკავა (4)

ქართველმა მორაგბეებმა თამაში სწრაფ ტემპში დაიწყეს, მეტოქეს საწყის ნახევარ საათში ხუთი ლელო დაუდეს და თამაშის ბედი, ფაქტობრივად, პირველივე ტაიმში გადწყვიტეს, რომელიც „ბორჯღალოსნებმა“ 29:0 მოიგეს

მეორე ტაიმის სტარტზე რუმინელებმა გააქტიურდნენ, მაგრამ ქართველმა მორაგბეებმა მალე დაიბრუნეს უპირატესობა და მეტოქეს კიდევ ორი ლელო დაუდეს. ე.წ. „გაწითლებულ დროში“ რუმინელებმა ერთი ლელოს დადება მოახერხეს და საბოლოოდ საქართველოს ნაკრებმა შეხვედრა 43:5 მოიგო.

ამასთან, საქართველოს ნაკრები ანთიმოზ ივერიელის თასს მეცხრამეტედ დაეუფლა. თამაში ავჭალის სტადიონზე გაიმართა.

მოპოვებული გამარჯვების შედეგად, საქართველოს მორაგბეთა ეროვნული ნაკრები “რაგბი ევროპის” ჩემპიონატის ფინალშია.

მეორე ნახევარფინალური შეხვედრა პირველ მარტს გაიმართა, პორტუგალიის ნაკრებმა ესპანეთს უმასპინძლა და 31:42 დამარცხდა. შესაბამისად, 15 ან 16 მარტს (თარიღი მოგვიანებით დაზუსტდება) თბილისში, რაგბის ევროპის ჩემპიონატის ფინალში საქართველოს ნაკრები ესპანეთს დაუპირისპირდება, რომელიც ჯგუფური ეტაპის ბოლო ტურში, ესპანეთში 62:32 დაამარცხა.

მსგავსი პოსტები

Back to top button