საქართველოს მორაგბეთა ნაკრები არგენტინასთან დამარცხდა

საქართველოს მორაგბეთა ეროვნული ნაკრები დიდი ანგარიშით 54-9 დამარცხდა არგენტინის ნაკრებთან.

არგენტინელებმა შვიდი ლელო დადეს, ქართველებმა – ვერცერთი. მატჩი გლოსტერში გაიმართა. მარცხის შემდეგ C ჯგუფში სატურნირო მდგომარეობა ასე გამოიყურება – 9 ქულით პირველ ადგილზეა ახალი ზელანდია, შემდეგ მოდის არგენტინა – 5 ქულით, საქართველოს – 4 ქულა აქვს და მესამე ადგილზე იმყოფება.

ხუთეულში შემდეგ მოდის 1 ქულით ტონგა, ზამბიის ნაკრები კი ბოლო ადგილზეა. მომდევნო თამაშს საქართველოს ნაკრები 2 ოქტომბერს ახალი ზელანდიის ნაკრებთან გამართავს.

მსგავსი პოსტები

Back to top button