მნიშვნელოვანირეგიონისაქართველო

“საქართველოს მოსახლეობის ნაწილი ენერგეტიკულ სიღარიბეში ცხოვრობს” – კვლევა

“საქართველოში მოსახლეობის 14 პროცენტი ყოველთვიურად ფულს სესხულობს იმისთვის, რომ კომუნალური გადასახადი გადაიხადოს”, – ასეთი შედეგი აჩვენა კვლევამ, რომელიც ორგანიზაციამ “მსოფლიო გამოცდილება საქართველოსთვის” ჩაატარა.

კვლევაში პირდაპირ წერია, რომ საქართველო ენერგეტიკულ სიღარიბეში ცხოვრობს და ამის გამომწვევი მიზეზებია: დაბალი შემოსავლები, მაღალი ტარიფები და შენობების დაბალი ენერგოეფექტურობა.

სიღარიბეზე ლაპარაკობენ რიგითი ადამიანებიც, რომელთა შემოსავალის წყარო პენსია ან სოციალური დახმარებაა. სპეციალისტები გადაწყვეტილების მიმღებ პირებს რეკომენდაციას აძლევენ, თუ როგორ უნდა აღმოიფხვრას საქართველოში ენერგეტიკული სიღარიბე.

გიორგი ალადაშვილის რეპორტაჟი ►

მსგავსი პოსტები

Back to top button