საქართველოს მთავრობას დროებითი უფლებამოსილების შესრულება დაეკისრა
საქართველოს მთავრობას დორებითი უფლებამოსილების შესრულება დაეკისრა.
საქართველოს პრეზიდენტმა გიორგი მარგველაშვილმა დღეს ხელი მოაწერა განკარგულებას „საქართველოს მთავრობისათვის მოვალეობის დაკისრების შესახებ“.
როგორც პრეზიდენტის განკარგულებაშია აღნიშნული, საქართველოს კონსტიტუციის მე-80 მუხლის პირველი პუნქტის შესაბამისად, საქართველოს მთავრობას დაეკისრა მოვალეობის შესრულება მთავრობის ახალი შემადგენლობის შექმნამდე.