მსოფლიოსაქართველოსიახლეები
“საქართველოს მთავრობას ეკონომიკური რეაბილიტაციის დაგეგმვაში დავეხმარებით”
აშშ-ის საელჩო საქართველოში აცხადებს, რომ საქართველოს მთავრობას ეკონომიკური რეაბილიტაციის დაგეგმვაში დაეხმარება. ინფორმაცია საელჩოს ფეისბუკგვერდზე გამოქვეყნდა.
“აშშ-ის მთავრობის COVID-19-ის საპასუხო ქმედებების ფარგლებში USAID/Georgia ეხმარება საქართველოს მთავრობას, მოემზადოს ძლიერი ეკონომიკური რეაბილიტაციისთვის. ამჟამად ტექნიკურ დახმარებას ვუწევთ საქართველოს მთავრობას, რომ დავეხმაროთ COVID-ის შემდგომი რეაბილიტაციის გეგმის შემუშავებაში. გეგმა ორიენტირებული იქნება დასაქმების გაზრდის შესაძლებლობებზე”, – ვკითხულობთ განცხადებაში.
გარდა ამისა, აშშ საქართველოს, ეკონომიკური განვითარებისა და ევროატლანტიკური მისწრაფებების ხელშესაწყობად, 64 მლნ დოლარით ეხმარება.