მნიშვნელოვანიპოლიტიკასაქართველოსიახლეები

საქართველოს მთავრობას უფლებამოსილება შეუწყდება

სქართველოს მთავრობას უფლებამოსილება ახალი პარლამენტის უფლებამოსილების მიღებისთანავე შეუწყდება. ახალი პრემიერის დანიშვნამდე მთავრობა მხოლოდ მოვალეობას შეასრულებს.

პარლამენტმა მთავრობის უფლებამოსილების მოხსნიდან 2 კვირის ვადაში, ნდობა უნდა გამოუცხადოს პარლამენტის არჩევნებში საუკეთესო შედეგის მქონე პოლიტიკური პარტიის მიერ წამოყენებული პრემიერ-მინისტრობის კანდიდატის მიერ წარდგენილ მთავრობას.

პარლამენტს მთავრობის შემადგენლობასთან ერთად წარედგინება სამთავრობო პროგრამა. ნდობის მისაღებად საჭიროა პარლამენტის სრული შემადგენლობის უმრავლესობის მხარდაჭერა.

ცნობილია, რომ პრემიერ მინისტრობის კანდიდატად ,“ ქართულ ოცნებაში“ კვლავ საარჩევნო სიის პირველ ნომერს, მთავრობის მოქმედ თავმჯდომარეს, გიორგი გახარიას განიხილავენ.

მეათე მოწვევის პარლამენტი დღეს 12 საათზე შეიკრიბება.

მსგავსი პოსტები

Back to top button