მნიშვნელოვანი

საქართველოს ნაკრები ძიუდოში ევროპის ჩემპიონი გახდა

უნგრეთში მიმდინარე ევროპის ჩემპიონატზე საქართველოს 23 წლამდელთა ნაკრები ევროპის ჩემპიონი გახდა.

მას შემდეგ,რაც ქართველმა ძალოსანმა სპორტსმენებმა ინდივიდუალურ შეჯიბრში 8 მედალი მოიპოვეს,ჯერი გუნდურ ასპარეზობაზე მიდგა

საკონტინენტო პირველობის ბოლო სათამაDო დღეს,საქართველოს ნაკრები ტურნირში მეოთხედფინალიდან ჩაერთო და პირველ ნომრად განთესილ საფრანგეთთან 4:2 იმარჯვა.

ნახევარფინალი მასპინძლებთან 4:3 მოგებით დაასრულეს და ფინალში რუსეთის ახალგაზრდულ ნაკრებს დაუპირისპირდნენ.

ფინალური შეხვედრა გარდამავალი უპირატესობით წარიმართა. მიუხედავად ყველაფრისა,ქართველებმა რუსეთის ნაკრები ანგარიშით 4:2 დაამარცხა

აღსანიშნავია,რომ საქართველოს ნაკრებმა შერეული გუნდური შეჯიბრება,გოგონების და ბიჭების,ერთად,- ისტორიაში პირველად მოიგო.

მსგავსი პოსტები

Back to top button