სპორტ-ნიუსისპორტი
საქართველოს ნაკრები ევროპის ჩემპიონატზე ვერ ითამაშებს

ევროპის ჩემპიონატის შესარჩევი ეტაპის პირველი ტურის საპასუხო მატჩში საქართველოს ხელბურთელთა ნაკრები ფინეთს ესტუმრა და ანგარიშით 30:23 დამარცხდა.
პირველი შეხვედრა თბილისში ჩატარდა და ფრედ 22:22 დამთავრდა.საერთო ანგარიშის შესაბამისად, საქართველოს ხელბურთთა ნაკრები ევროპის ჩემპიონატის მიღმა დარჩა.
ჰელსინკში ეროვნულ ნაკრებს 7 ხელბურთელი აკლდა,რამაც გუნდზე ნეგატიურად იმოქმედა
იმის მიუხედავად, რომ სტუმრებმა განსაკუთრებით შეხვედრის მეორე მეოთხედში მასპინძლებს ღირსეული წინააღმდეგობა გაუწიეს,ევროპის ჩემპიონატზე თამაშის უფლება ამ წყვილოდან ფინეთის ხელბურთელთა ნაკრებმა მოიპოვა