მნიშვნელოვანიმსოფლიოსიახლეებისპორტი

საქართველოს ნაკრები ფიჯისთან 12:21 დამარცხდა

საქართველოს მორაგბეთა ნაკრებმა წლის პირველი ტესტ-მატჩი ბათუმში ფიჯისთან გამართა და დაძაბულ ბრძოლაში 12:21 დამარცხდა.

„ბორჯღალოსნებმა“ ფიჯისთან ისტორიაში მეშვიდედ ითამაშეს. ჩვენი გუნდის ანგარიშზე ერთი მოგება და ამდენივე ფრეა. „მფრინავმა ფიჯელებმა“ მეხუთედ მოიგეს.
საქართველოს ნაკრებმა ბათუმში ისტორიაში მეორედ ითამაშა. პირველად ამ სტადიონზე ქართველი მორაგბეები 2022 წლის ზაფხულში იტალიას დაუპირისპირდნენ და ტიერ 1-ის გუნდთან პირველი ისტორიული გამარჯვება მოიპოვეს – 28:19.
მესამე მატჩია, ქართველებს ფიჯისთან ლელო არ გაუტანიათ. საქართველოს ნაკრებმა ფიჯისთან ბოლოს 2023 წლის მსოფლიო თასზე ითამაშა და 12:17 დამარცხდა. ჩვენს გუნდს რევანშის შანსი საშინაო ტესტ-მატჩში ჰქონდა. „ბორჯღალოსნებს“ რამდენიმე წამყვანი მორაგბე აკლდათ, მათ შორის კაპიტანი მერაბ შარიქაძე. ფიჯისთან კაპიტანი ბექა გორგაძე იყო. საინტერესოა, რომ სასტარტო შემადგენლობაში დაბრუნდა მგეზავი თედო აბჟანდაძე. მას ბოლოს სასტარტოში 2023 წლის 23 სექტემბერს ჰქონდა ნათამაშები.

მატჩის წინ ფიჯის მწვრთნელმაც აღნიშნა, რომ გუნდი საქართველოში არასრული შემადგენლობით ჩამოვიდა. თუმცა კუნძულელებმა შეხვედრა მაღალ დონეზე ჩაატარეს. მატჩის საწყის წუთებზე საქართველო მატკავას ჯარიმით დაწინაურდა – 3:0. მანვე პირველ ტაიმში სამი საჯარიმო გამოიყენა, თუმცა ფიჯიმ მატას და დაკუვაქას ლელოებით ტაიმი 13:9 მოიგო.

დიდი მცდელობის მიუხედავად, მასპინძლებმა ლელოს გატანა ვერც მეორე ნახევარში მოახერხეს. საინტერესოა, რომ მესამე მატჩია „ბორჯღალოსნებს“ ფიჯისთან ლელო არ დაუდიათ.

საქართველო

ხაზი: 15. ლუკა მატკავა (შავი ლომი, 19 კეპი, 114 ქულა), 14. აკაკი ტაბუცაძე (შავი ლომი, 40 კეპი, 185 ქულა), 13. დემურ თაფლაძე (შავი ლომი, 36 კეპი, 20 ქულა), 12. გიორგი კვესელაძე (შავი ლომი, 57 კეპი, 40 ქულა), 11. დავით ნინიაშვილი (ლიონი, 29 კეპი, 63 ქულა), 10. თედო აბჟანდაძე (ორიაკი, 52 კეპი, 351 ქულა), 9. ვასილ ლობჟანიძე (ოიონა, 84 კეპი, 78 ქულა);

შერკინება: 1. გიორგი ახალაძე (კლერმონი, 5 კეპი), 2. ვანო კარკაძე (მონპელიე, 12 კეპი, 15 ქულა), 3. ირაკლი აფციაური (ლიონი, 7 კეპი), 4. მიხეილ ბაბუნაშვილი (შავი ლომი, 7 კეპი, 10 ქულა), 5. გიორგი ჯავახია (გრენობლი, 12 კეპი, 5 ქულა), 6. ილია სპანდერაშვილი (ვალანსი, 7 კეპი, 10 ქულა), 7. ლუკა ივანიშვილი (შავი ლომი, 12 კეპი, 10 ქულა), 8. ბექა გორგაძე (პო, 45 კეპი, 60 ქულა, კაპ.);

მარქაფა: 16. ლუკა პეტრიაშვილი (სტად ფრანსე), 17. გიორგი მამაიაშვილი (გრენობლი, 4 კეპი), 18. სანდრო ქუნთელია (ლა როშელი, 4 კეპი, 5 ქულა), 19. ლადო ჩაჩანიძე (შავი ლომი, 16 კეპი, 5 ქულა), 20. ბექა საღინაძე (ლიონი, 39 კეპი, 15 ქულა), 21. თორნიკე ჯალაღონია (პროვანსი, 32 კეპი, 25 ქულა); 22. გელა აფრასიძე (ბაიონე, 52 კეპი, 35 ქულა), 23. სანდრო თოდუა (შავი ლომი, 112 კეპი, 90 ქულა).
შეხვედრა დაძაბული და საინტერესო გამოვიდა. მატკავამ სამი საჯარიმო გამოიყენა, სტუმრებმა კი ორი ლელო დადეს, გარდასახვები არაზუსტად შეასრულეს და ერთი საჯარიმოს რეალიზაცია შეძლეს, ბოლოს ივანიშვილს მსაჯმა ყვითელი ბარათი უჩვენა და პირველი ტაიმი 9:10 დასრულდა. შესვენების შემდეგ საქართველოს ნაკრები კარგა ხანი თითქმის უბურთოდ იყო, ფიჯელებმა ანგარიში გაზარდეს (9:21). მალე მატკავამ საჯარიმოთი სხვაობა შეამცირა. მერე მსაჯმა მოწინააღმდეგის მორაგბე გაასინბინა. მოედანზე სიტუაცია დაიძაბა, შეხლა-შემოხლას ჰქონდა ადგილი. თამაშის დასასრულს ქართველების იერიშებმა შედეგი ვერ გამოიღო და დავმარცხდით.

ჩვენმა მეტოქემ კი მეორე ტაიმში დაცვაში უკეთ ითამაშა, ერთი ლელოც გაიტანა და საბოლოოდ სარკისებური ანგარიშით 21:12 მოიგო.
ერთი კვირის შემდეგ „ბორჯღალოსნები“ გასვლაზე იაპონიას დაუპირისპირდება.

მსგავსი პოსტები

Back to top button