საქართველოს ნაკრები წლის ბოლო შეხვედრას უზბეკეთთან გამართავს

საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის პრესსამსახურის ინფორმაციით, საქართველოს ეროვნული ნაკრები წლის ბოლო ტესტ-მატჩს უზბეკეთის ნაკრებთან გამართავს.
2021 წლის 15 ნოემბერს გასამართი ამხანაგური შეხვედრის მასპინძელი ქვეყანა საქართველო იქნება, თუმცა რომელ ქალაქში და რომელ სტადიონზე ჩატარდება თამაში, ამ დროისთვის უცნობია.
ამხანაგური საფეხბურთო დაპირისპირება 18 საათზე დაიწყება, თუმცა ჯერჯერობით გასარკვევია, დაესწრებიან თუ არ თამაშს გულშემატკივრები.
უზბეკეთის ნაკრები ფიფას რეიტინგში ამ დროისთვის 84-ეა და 12 საფეხურით უსწრებს საქართველოს. გუნდს აგვისტოდან ცნობილი სლოვენიელი სპეციალისტი სრეჩკო კატანეცი წვრთნის.
იქამდე, ვილი სანიოლის გაწვრთნილები მსოფლიოს 2022 წლის ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპის დასკვნით მატჩს შვედეთის წინააღმდეგ ჩაატარებენ. შეხვედრას 11 ნოემბერს, 21:00 საათზე ბათუმის ახალი სტადიონი უმასპინძლებს.