საქართველოს ნაკრების კიდევ ერთი მარცხი 1:4 ბულგარეთთან

ბულგარეთის დედაქალაქ სოფიაში, ვასილ ლევსკის სტადიონზე გამართულ მორიგ ამხანაგურ შეხვედრაში საქართველოს ნაკრები კვლავ გამანადგურებელი ანგარიშით 1:4 დამარცხდა.
ექსპერიმენტმა არ გაამართლა. ესპანეთისგან განსხვავებით, ვილი სანიოლმა შემადგენლობა თითქმის მთლიანად შეცვალა. ჩაკვეტაძე სასტარტოში დადგა და წიტაიშვილთან და მიქააუტაძესთან ტრიო შექმნა. პირველად ნაკრების კარში „ვალენსიას“ ქართველი მეკარე გიორგი მამარდაშვილი ჩადგა.
ანგარიში მე-20 წუთზე გაიხსნა და პირველი ტაიმი ეროვნულმა ნაკრებმა 3 უპასუხო გოლით დაასრულა.
53-ე წუთზე ანდრეა ხრისტოვმა ანგარიში ოთხამდე გაზარდა, თუმცა ე.წ. პრესტიჟის გოლი ქართველთაგან ზურიკო დავითაშვილმა მატჩის დასრულებამდე 13 წუთით ადრე გაქვითა.
აქვე, ესპანეთთან თამაში ვახსენეთ და შეგახსენებთ, რომ ყატარი 2022 წლის მსოფლიო ჩემპიონატის შესარჩევი ციკლის საქართველოს ჯგუფში პირველობას არავის უთმობს ესპანეთი. „ფურია როხა“ 4 ქულით ლიდერ პოზიციაზეა.