საქართველოს ნაკრების კიდევ ერთი მედალი პოლონეთიდან

ნოვი ტომისლში (პოლონეთი) საქართველოს ახალგაზრდულმა ნაკრებმა ძალოსნობაში კიდევ ერთი მედალი მოიპოვა.

17-წლამდელებში ბრინჯაოს მედალი ატაცში ნოდარ კაკაბაძემ აიღო. მისი შედეგია 131 კილოგრამი.
აკვრაში კაკაბაძე 153 კილოგრამზე გაჩერდა და ჯამში 284 (131+153) კილოგრამით მეშვიდე ადგილზე გავიდა.

მსგავსი პოსტები

Back to top button