საქართველოს ნაკრების ფეხბურთელი გიორგი მიქაუტაძე “ევრო 2024-ის” ბომბარდირი და ოქროს ბუცის მფლობელია🇬🇪⚽
🇬🇪⚽საქართველოს ნაკრების ფეხბურთელი გიორგი მიქაუტაძე ევრო 2024-ის თანაბომბარდირი და ოქროს ბუცის მფლობელი გახდა.
კერძოდ, საქართველოს ნაკრების თავდამსხმელი მიქაუტაძე გაკპოსთან, კეინთან, მუსიალასთან და შრანცთან ერთად გახდა 3 გოლით „ოქროს ბუცის“ მფლობელი.
გიორგი მიქაუტაძე, რომელიც 2024 წლის ევროპის ჩემპიონატის თანაბომბარდირი და „ოქროს ბუცის“ მფლობელი გახდა, წარმატებას სოციალურ ქსელში გამოეხმაურა.
„ძალიან ამაყი ვარ ევრო 2024-ის ბომბარდირთა შორის მოხვედრით. კიდევ ერთხელ ვულოცავ ამ შესანიშნავ გუნდს (საქართველოს ნაკრებს), თქვენ გარეშე შესაძლებელი არაფერი იქნებოდა“, – წერს გიორგი მიქაუტაძე.
ქართველმა თავდამსხმელმა ჯგუფური ეტაპის სამივე შეხვედრაში გამოიჩინა თავი – თურქეთთან, ჩეხეთთან და პორტუგალიასთან.
საქართველოს საფეხბურთო ნაკრები თავის პირველ ევროპის ჩემპიონატს მერვედფინალურ ეტაპზე გამოეთიშა. საქართველოს ნაკრები მერვედფინალში სწორედ ესპანეთთან დამარცხდა.
ესპანეთის საფეხბურთო ნაკრები ევროპის ოთხგზის ჩემპიონი გახდა. ევრო 2024-ის ფინალში ესპანეთმა ინგლისის ნაკრები ანგარიშით – 2:1 დაამარცხა.
მიქაუტაძესთან ერთად ტურნირზე სამი გოლი ხუთმა ფეხბურთელმა გაიტანა.🇬🇪⚽