Facebook-მა დანიური “ქალთევზა” უხამსობის გამო დაბლოკა [Video]

Facebook-რესურსმა დანიური “პატარა ქალთევზა”-ს ფოტოსურათი დაბლოკა იმიტომ, რომ ძეგლი შიშველია, – იუწყება Ekstra Bladet.

გამოცემა გვაცნობებს, რომ დანიის სოფლის მეურნეობის მინისტრმა, მეტე გერსკოვმა საკუთარ პოსტში ქანდაკების სურათის განთავსება სცადა, მაგრამ პასუხად უარის შეტყობინება მიიღო. Facebook-ის ადმინისტრაციის არგუმენტები შემდეგი იყო:

“ქალთევზა ძალიან შიშველია, შესაბამისად, ფოტოსურათი სექსუალური ქვეტექსტის მატარებელია”.

ჯერ კიდევ გასული წლის მარტში ცნობამ იმის თაობაზე, რომ Facebook-მა გულახდილი სურათების დაბლოკვა დაიწყო, მომხმარებლებში დიდი რეზონანსი გამოიწვია. მაგრამ მაშინ აკრძალვა ხელოვნების ნიმუშებს არ ეხებოდა. როგორც ჩანს, ახლა ახალი წესები იმ გამოსახულებებზეც ვრცელდება, რომელიც საგანმანათლებლო მიზნით ქვეყნდება.

მეტე გერსკოვმა მსგავს წესებს ახირებული და უაზრო უწოდა, თუმცა რამდენიმე ხანში მან ფოტოსურათის განთავსება მაინც შეძლო.

მსგავსი პოსტები

Back to top button