საქართველოს ნაკრებმა საკუთარ კარში ორი გოლი გაიტანა

საქართველოს საფეხბურთო ნაკრებმა ბუქარესტში, რუმინეთის ნაკრებთან ამხანაგური მატჩი გამართა და შეხვედრა 5-1 წააგო.

პირველი გოლი ადრიან პოპამ გაიტანა, მეორე გოლი კი მესამე წუთზე საკუთარ კარში ალექსანდრე ამისულაშვილმა ჩაჭრა.

მესამე გოლი მეორე ტაიმის დასაწყიში, 49 წუთზე გავიდა. ერთადერთი გოლის გატანა ქართველმა ფეხბურთელელებმა მეორე ტაიმში შეძლეს -გოლი ლევან მჭედლიძემ გაიტანა.

მეოთხე ბურთი საქართველოს ნაკრებმა მე-80 წუთზე მიიღო, გოლი გაბრიელ ტორჟემ გაიტანა. შეხვედრაში საბოლო ანგარიში 87-ე წუთზე დაფიქსირდა, როცა საქართველოს ნაკრებში კიდევ ერთი ავტოგოლი გავიდა. გოლი საკუთარ კარში კვლავ ალექსანდრე ამისულაშვილმა გაიტანა და მატჩი საბოლოდ 5-1 დასრულდა.

შემდეგ ამხანაგურ მატჩს საქართველოს ნაკრები ესპანეთთან გამართავს.

წყარო

მსგავსი პოსტები

Back to top button