მნიშვნელოვანისპორტი

საქართველოს ნაკრებმა უკრაინა დაამარცხა#კალათბურთი

საქართველოს ეროვნულმა საკალათბურთო ნაკრებმა უკრაინას უმასპინძლა და დაძაბულ ბრძოლაში ანგარიშით 88:83 სძლია.

ქართველებისთვის მსოფლიო ჩემპიონატის შესარჩევი ეტაპის პირველი მატჩი საკმაოდ სანახაობრივი გამოდგა.

მთელი მატჩის განმავლობაში სათამაშო უპირატესობას მეტოქეები ეტაპობრივად ფლობდნენ.

პირველი ნახევარი უკრაინამ ერთქულიანი უპირატესობით დაამთავრა,თუმცა უკრაინელთა მთავარი მწვრთნელის,ბაგაცკისის ცნობილმა სტრატეგიამ,რომ მჭიდრო პრესინგით დაეღალა მასპინძლები,- არ გაამართლა.

ილიას ზუროსი ხშირად ცვლიდა მოთამაშეებს და მეოთხე,გაფამწყვეტ რაუნდში ნაკრების ლიდერები სულაც არ ჩანდნენ დაღლილები.

შეგახსენებთ, რომ მომდევნო და წლის ბოლო შეხვედრას ზუროსის შეგირდები სტუმრად ესპანეთთან 29 ნოემბერს გამართავენ.

უკრაინასთან განმეორებითი მატჩი კი კიევში 2022 წლის 4 ივლისს ჩატარდება.

მსგავსი პოსტები

Back to top button