ირანმა ერაყში ამერიკელ სამხედროებზე იერიში მიიტანა

გამთენიისას ირანმა ერაყში მდებარე ორ ბაზაზე, სადაც კოალიციური ძალები არიან, სარაკეტო თავდასხმა განახორციელა.
ამერიკელ მაღალჩინოსნებზე დაყრდნობით ბაზების მიმართულებით ათამდე ბალისტიკური რაკეტა გაუშვეს. ირანის ისლამური რევოლუციური გვარდიის კორპუსმა დაადასტურა, რომ მათ ავიაიერიში გენერალი ყასემ სოლეიმანის მკვლელობისთვის სამაგიეროს გადახდის მიზნით მიიტანეს.
რევოლუციური გვარდიის ერთ-ერთმა მეთაურმა განმარტა, რომ თეირანი ამერიკულ ჯარს არ დაინდობს და ეს ბაზებზე განხორციელებული სარაკეტო თავდასხმა პირველი ნაბიჯი იყო.
ირანი ამერიკულ ბაზებზე განხორციელებული თავდასხმისას დაღუპულების რაოდენობაზე ინფორმაციას ავრცელებს. ადგილობრივი მედიის ცნობით, მოხმდარს 80 ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა. დაღუპულების შესახებ ოფიციალურ ინფორმაციას ამ დრომდე არ ავრცელებს შეერთებული შტატები.