საქართველოს პარლამენტის კულტურის კომიტეტი სახელოვნებო განათლების რეფორმას ამზადებს

საქართველოს პარლამენტის კულტურის კომიტეტი სახელოვნებო განათლების რეფორმას ამზადებს.
შესაბამისი პირველი პანელური დისკუსია, პარლამენტის დეპუტატებმა კახეთში, რეგიონის კულტურის სფეროს პედაგოგებთან ჩაატარეს.
კულტურის კომიტეტის თავმჯდომარის, ელისო ბოლქვაძის ინფორმაციით,
სახელოვნებო განათლების რეფორმა, მომავალი წლიდან იგეგმება.
“სახელოვნებო განათლების რეფორმა კულტურის კომიტეტის ინიციატივით მზადდება და მისი იმპლემენტაცია, საქართველოს მასშტაბით, მომავალი წლიდან იგეგმება. ძალიან მნიშვნელოვანია, რომ სახელოვნებო საგანმანათლებლო სკოლების სტატუსი ზუსტად იქნება განსაზღვრული.კახეთის მთელი რეგიონი მოვიცვით, ეს იყო ძალიან საინტერესო შეხვედრა”,- განაცხადა ბოლქვაძემ.
კულტურის კომიტეტის ინიციატივით, თემატური შეხვედრები რეფორმასთან დაკავშირებით, საქართველოს სხვადასხვა რეგიონში გაგრძელდება.