მნიშვნელოვანისიახლეები

გამოვლინდა ინფიცირების 590 ახალი დადასტურებული შემთხვევა

Stopcov.ge-ზე გამოქვეყნებული ინფორმაციის თანახმად, ინტენსიური ტესტირების ფარგლებში, ბოლო 24 საათში ქვეყნის მასშტაბით ჩატარდა 20 918 კვლევა ტესტით, მათ შორის 18 675 კვლევა ანტიგენის ტესტით და 2 243 PCR ტესტით.

ჩატარებული ტესტირების შედეგად, ბოლო 24 საათში გამოვლინდა ვირუსით ინფიცირების 590 ახალი დადასტურებული შემთხვევა. ქვეყანაში კოვიდ-19-ის პანდემიის გავრცელებიდან დღემდე გამოვლენილი დადასტურებული შემთხვევების საერთო რაოდენობა შეადგენს 1 645 301-ს.

ბოლო 24 საათში ვირუსისგან გამოჯანმრთელდა 3 247 პირი, ხოლო ჯამში გამოჯანმრთელებულთა რაოდენობა გაიზარდა 1 611 688-მდე.

ბოლო 24 საათში კორონავირუსით გარდაცვალების 10 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა. პანდემიის გავრცელებიდან დღემდე ვირუსს ჯამში 16 698 პირი ემსხვერპლა.

დღეს ქვეყანაში გამოვლენილი ინფიცირების 590 ახალი შემთხვევიდან:

📌თბილისში გამოვლენილია 255 შემთხვევა

📌აჭარა – 28

📌იმერეთი – 81

📌ქვემო ქართლი – 20

📌შიდა ქართლი – 34

📌გურია – 60

📌სამეგრელო – ზემო სვანეთი – 46

📌კახეთი – 39

📌მცხეთა-მთიანეთი -10

📌სამცხე-ჯავახეთი – 5

📌რაჭა-ლეჩხუმი და ქვემო სვანეთი – 12.

თსსუ-ს პროფესორის, იმუნიზაციის ტექნიკურ მრჩეველთა ეროვნული ჯგუფის ხელმძღვანელის, ივანე ჩხაიძის ინფორმაციით, „პაქსლოვიდით“ 12 წლის ასაკის ზემოთ ბავშვებს უმკურნალებენ.

როგორც მან განმარტა ჯერჯერობით ქვეყანაში კორონავირუსის სამკურანლო სხვა მედიკამენტის შემოტანაზე საუბარი არ მიმდინარეობს, რადგან „პაქსლოვიდი“ ყველაზე მაღალეფექტური პრეპარატია.

„პაქსლოვიდი“ არ არის ის პრეპარატი, რომელიც ყველამ უნდა გამოიყენოს. აღნიშნული მედიკამენტი 12 წლის ზემოთ ასაკის ადამიანებში, მათ შორის ბავშვებშიც გამოიყენება. პრეპარატი ინიშნება იმ კონტიგენტში, რომელსაც დაავადების დამძიმების მაღალი რისკი გააჩნია. რა თქმა უნდა, ეს ჩამონათვალი დეტალურად არის განსაზღვრული და ასაკობრივი ფაქტორი გასათვალისწინებელია. თუ „პაქსლოვიდს“ აქტიურად გამოვიყენებთ, ჩათვალეთ, რომ მნიშვნელოვანი წინ გადადგმული ნაბიჯი იქნება. როგორც კვლევებიდან არის ცნობილი, 89%-ით ამცირებს დაავადების გართულებით საავადმყოფოში მოხვედრის რისკს.

ამბულატორიულ პაციენტებში, რომელთანაც დაავადება მსუბუქად მიმდინარეობს და დიაგნოზი დადასტურებულია, პირველი 5 დღის განმავლობაში, რაც შეიძლება სწრაფად უნდა იყოს დაწყებული პრეპარატის მიღება. პირველი 5 დღის განმავლობაში ამ დასალევი პრეპარატის მიღება საშუალებას გვაძლევს ჩავთვალოთ, რომ რისკის ჯგუფის მოსახლეობაში მოვახერხებთ მდგომარეობის კონტროლს, რაც ძალიან მნიშნველოვანია. ჯერ სხვა პრეპარატის შემოტანაზე საუბარი არ არის. „პაქსლოვიდი“ დღეს საუკეთესოა. ყველაზე მაღალეფექტური პრეპარატი გვაქვს ქვეყანაში“,- აღნიშნავს ჩხაიძე.

ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციამ კორონავირუსთან დაკავშირებით პანდემია 2020 წლის 11 მარტს გამოაცხადა. მანამდე კი, 30 იანვარს ჯანმომ კორონავირუსი გლობალურ საფრთხედ გამოაცხადა. ჩინეთში პნევმონიის აფეთქება 2019 წლის დეკემბერში დაიწყო. ის გამოწვეულია კორონავირუსის აქამდე უცნობი შტამით.

საქართველოში „ასტრაზენეკათი“ ვაქცინაცია 2021 წლის 15 მარტიდან დაიწყო, „ფაიზერით“ კი 30 მარტიდან. 3 აპრილს ქვეყანამ „სინოფარმის“ ვაქცინის 100 ათასი დოზა მიიღო. ამ ვაქცინის გამოყენება 4 მაისიდან დაიწყო, „სინოვაკით“ იმუნიზაცია კი 24 მაისიდან.

მსგავსი პოსტები

Back to top button