საქართველოს ფუტსალის ნაკრების წლის ბოლო თამაში და ფრე ყირგიზეთთან

2022 წლის ევროპის ჩემპიონატისთვის მზადება საქართველოს ფუტსალის ნაკრებმა დაასრულა და წლის ბოლო ამხანაგური მატჩი გამართა.
საქართველოს ნაკრები ყირგიზეთს დაუპირისპირდა. შეხვედრა ფრედ 2:2 დამთავრდა.
მატჩში პირველი გოლი ქართველებმა გაიტანეს,თუმცა პირველი ტაიმის ბოლოს ღავთაძის ავტოგოლით ყირგიზეთმა ანგარიში გაათანაბრა.
შემდეგ შუააზიელები დაწინაურდნენ კიდეც,მაგრამ ნიკოლოზ კურტანიძემ 31-ე წუთზე წონასწორობა აღადგინა და საბოლოო ანგარიშიც დააფიქსირა.
საქართველოს ნაკრებმა ბოლო 5 დღეში 4 ტესტ-მატჩი ჩაატარა,სადაც სერბეთს ჯერ 4:3 მოუგო,შემდეგ კი 1:1 დაუზავდა.
ყირგიზეთის ნაკრებთან პირველ შეხვედრაში 2:1 დამარცხდა,ბოლო თამაში კი,როგორც ვთქვით,2:2 დააარულა.
შეგახსენებთ, რომ საქართველოს ფუტსალის ნაკრები ევრო 2022-ზე 22-დან 29 იანვრის ჩათვლით აზერბაიჯანის,ბოსნიისა და ესპანეთის ნაკრებებს დაუპირისპირდება.