მნიშვნელოვანიმსოფლიორეგიონისაქართველოსიახლეები

“საქართველოს პოლიტიკა ეკლესიას პრივილეგიებს ანიჭებს”

შეერთებული შტატების სახელმწიფო დეპარტამენტის ანგარიშის მიხედვით, საქართველოში სახელმწიფო პოლიტიკა მართლმადიდებლურ ეკლესიას განსაკუთრებულ პრივილეგიებს ანიჭებს.

მსოფლიოში რელიგიის თავისუფლების დაცვის შესახებ ყოველწლიურ ანგარიშში დეტალურად არის განხილული საქართველოში ამ კუთხით არსებული ვითარება. დოკუმენტში ვკითხულობთ, რომ “საქართველოს კონსტიტუცია აღიარებს მართლმადიდებელი ეკლესიის განსაკუთრებულ როლს ქვეყნის ისტორიაში. ეკლესიის და სახელმწიფოს შორის ურთიერთობები რეგულირდება კონსტიტუციური ხელშეკრულებით, რომელიც საქართველოს მართლმადიდებელ ეკლესიას ანიჭებს ისეთ უფლებებს, რომლებიც სხვა რელიგიურ ჯგუფებს არ აქვთ.”

ანგარიშში ხაზგასმულია, რომ 2018 წელს საკონსტიტუციო სასამართლომ ექსკლუზიური საგადასახადო და ქონებრივი შეღავათები საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის მიმართ არაკონსტიტუციურად სცნო. ანგარიშში აღწერილია ბათუმში, ახალი მეჩეთის მშენებლობის საკითხში არსებული დაბრკოლებებიც.

დოკუმენტში ასევე ვკითხულობთ, რომ შინაგან საქმეთა სამინისტრო რელიგიური შეუწყნარებლობით მოტივირებულ 44 დანაშაულს იძიებს, თუმცა ამ სიაში არ შედის ვიტალი საფაროვის მკვლელობის საქმე. ანგარიშში ყურადღებაა გამახვილებული რელიგიური საქმიანობის შეზღუდვის ფაქტებზე რუსეთის მიერ ოკუპირებულ აფხაზეთსა და სამხრეთ ოსეთშიც.

მსგავსი პოსტები

Back to top button