კობახიძე გაერთიანებულ სამეფოში ევროპის პოლიტიკური გაერთიანების სამიტის გახსნით პლენარულ სესიას დაესწრო

საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძე გაერთიანებულ სამეფოში ევროპის პოლიტიკური გაერთიანების სამიტის გახსნით პლენარულ სესიას დაესწრო. ამის შესახებ ინფორმაციას მთავრობის ადმინისტრაცია ავრცელებს.
როგორც გავრცელებულ განცხადებაშია ნათქვამი, სესიას ბლენჰაიმის სასახლე მასპინძლობს.
„საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძე, მსოფლიო ლიდერებთან ერთად, გაერთიანებულ სამეფოში ევროპის პოლიტიკური გაერთიანების სამიტის გახსნით პლენარულ სესიას დაესწრო, რომელსაც ბლენჰაიმის სასახლე მასპინძლობს.
სამიტი დიდი ბრიტანეთისა და ჩრდილოეთ ირლანდიის გაერთიანებული სამეფოს პრემიერ-მინისტრმა კირ სტარმერმა გახსნა.
გახსნითი პლენარული სესიის მონაწილეებს ასევე სიტყვით მიმართეს უკრაინის პრეზიდენტმა, შვეიცარიის პრეზიდენტმა და დანიის პრემიერ-მინისტრმა.
ევროპის პოლიტიკური გაერთიანების სამიტის გახსნამდე მონაწილე ლიდერებმა ერთობლივი სამახსოვრო ფოტო გადაიღეს,“ – ნათქვამია ინფორმაციაში.
,,დიდ პატივს ვცემ საქართველოს მთავრობას,,-ორბანმა ,,ქართული ოცნება,, შეაქო
ევროპელ კოლეგებთან ვისაუბრებთ ყველა, მათ შორის პოლიტიკურ თემაზეც და ერთ-ერთი მნიშვნელოვანი იქნება გაფართოების საკითხი – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი კობახიძემ ევროპის პოლიტიკური გაერთიანების სამიტამდე ჟურნალისტებს განუცხადა.
ირაკლი კობახიძის თქმით, საქართველოს შეუძლია ევროპისთვის განსაკუთრებული როლის შესრულება.
“დღეს მონაწილეობას ვიღებ ევროპის პოლიტიკური თანამეგობრობის მეოთხე სამიტში. ეს არის მნიშვნელოვანი ღონისძიება. ერთ-ერთი მთავარი თემა არის დაკავშირებადობა, უფრო კონკრეტულად, ენერგეტიკული დაკავშირებადობა. რა თქმა უნდა, გავუზიარებთ ჩვენს ევროპელ კოლეგებს გზავნილებს იმასთან დაკავშირებით, თუ როგორ ვხედავთ საქართველოს როლს ამ თვალსაზრისით. საქართველოს შეუძლია ევროპისთვის განსაკუთრებული როლის შესრულება სწორედ დაკავშირებადობის კუთხით. ამაზე გვექნება მსჯელობა ევროპელ კოლეგებთან.
ჩვენ დღესაც გვაქვს არაერთი პროექტი, მათ შორის არაერთი მიმდინარე პროექტი, რომელიც უზრუნველყოფს ჩვენი სატრანზიტო ფუნქციის გაძლიერებას, მათ შორის შუა დერეფნის ინიციატივის ფარგლებში ჩვენი ფუნქციის განვითარებას, რაც, ბუნებრივია, ევროპისთვის იქნება ძალიან საინტერესო. კონკრეტულად შავი ზღვის რეგიონისთვის იქნება ძალიან საინტერესო. ევროპელ პარტნიორებთან კონკრეტულ პროექტებზეც გვექნება საუბარი. კოლეგებთან საუბრის საშუალება ჩვენ მათ შორის ორმხრივ ფორმატში გვექნება და ვისაუბრებთ ყველა თემაზე, მათ შორის ყველა პოლიტიკურ თემაზე და გაფართოებაც იქნება საუბრის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი თემა”, – განაცხადა ირაკლი კობახიძემ.
საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძე ევროპის პოლიტიკური გაერთიანების სამიტში მიიღებს მონაწილეობას. ევროპის პოლიტიკური გაერთიანების რიგით მეოთხე სამიტში ირაკლი კობახიძე მონაწილეობას მიიღებს დელეგაციასთან ერთად, რომლის შემადგენლობაშიც არიან საგარეო საქმეთა მინისტრი ილია დარჩიაშვილი და მთავრობის ადმინისტრაციის უფროსი ლევან ჟორჟოლიანი.