საქართველოს პრეზიდენტი ავსტრიელ კოლეგას მასპინძლობს
საქართველოს პრეზიდენტი გიორგი მარგველაშვილი ავსტრიელ კოლეგას ჰაინც ფიშერს პირისპირ და შემდეგ გაფართოებული ფორმატით შეხვდა.
პრეზიდენტებმა მეუღლეებთან ერთად სასახლის ეზოდან ქალაქის ხედები დაათვალიერეს.
დღეს საქართველოს პრეზიდენტმა გიორგი მარგველაშვილმა და პირველმა ლედიმ მაკა ჩიჩუამ პრეზიდენტის სასახლეში ავსტრიის პრეზიდენტის ჰაინც ფიშერისა და პირველი ლედის მარგიტ ფიშერის პატივსაცემად დახვედრის ოფიციალური ცერემონიაც გამართეს.
სტუმრებს თბილისის საერთაშორისო აეროპორტში საქართველოს ვიცე-პრემიერი, ენერგეტიკისა და ბუნებრივი რესურსების მინისტრი კახა კალაძე, პრეზიდენტის ადმინისტრაციის უფროსი დავით პატარაია, საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე გიგი გიგიაძე, სოფლის მეურნეობის მინისტრის მოადგილე ნოდარ კერესელიძე, საქართველოს ელჩი ავსტრიის რესპუბლიკაში კონსტანტინე ზალდასტანიშვილი და პრეზიდენტის მრჩეველი საგარეო ურთიერთობათა საკითხებში თენგიზ ფხალაძე დახვდნენ.
დღესვე პრეზიდენტის სასახლეში ჰაინც ფიშერის დახვედრის ოფიციალური ცერემონია, აგრეთვე ორი ქვეყნის ლიდერების პირისპირ და გაფართოებული ფორმატით შეხვედრა გაიმართება. პრეზიდენტები მედიისათვის ერთობლივ პრესკონფერენციასაც გამართავენ.
ვიზიტის ფარგლებში ავსტრიის პრეზიდენტი და პირველი ლედი საქართველოს კათოლიკოს პატრიარქს, უწმიდესსა და უნეტარესს ილია მეორეს შეხვდებიან. ასევე გაიმართება ავსტრიის პრეზიდენტისა და საქართველოს პრემიერ-მინისტრის ირაკლი ღარიბაშვილს შეხვდრა.
ჰაინც ფიშერი ავსტრიის დელეგაციასთან ერთად ბიზნესფორუმში მიიღებს მონაწილეობას.
ავსტრიის პრეზიდენტი ჰაინც ფიშერი საქართველოს სახელმწიფო ვიზიტით გიორგი მარგველაშვილის მოწვევით ეწვია.
ფოტოებს პრეზიდენტის ვებგვერდი ავრცელებს.
[inpost_galleria thumb_width=”200″ thumb_height=”200″ post_id=”6636″ thumb_margin_left=”3″ thumb_margin_bottom=”0″ thumb_border_radius=”2″ thumb_shadow=”0 1px 4px rgba(0, 0, 0, 0.2)” id=”” random=”0″ group=”0″ border=”” show_in_popup=”0″ album_cover=”” album_cover_width=”200″ album_cover_height=”200″ popup_width=”800″ popup_max_height=”600″ popup_title=”Gallery” type=”yoxview” sc_id=”sc1431971628317″]