მნიშვნელოვანიმსოფლიოსიახლეები

საქართველოს პრეზიდენტი ბრიუსელში ევროპარლამენტს 31 მაისს მიმართავს

საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაციის ცნობთ, ევროპარლამენტთან მიღწეული შეთანხმებით, სალომე ზურაბიშვილი ევროპარლამენტს ბრიუსელში 31 მაისს მიმართავს. ამ საკითხზე საქართველოს პრეზიდენტმა ევროპარლამენტის პრეზიდენტის, რობერტა მეცოლას ოფიციალური წერილი 27 აპრილს მიიღო.
“ევროპარლამენტთან მიღწეული შეთანხმებით, საქართველოს პრეზიდენტი ევროპარლამენტს ბრიუსელში 31 მაისს მიმართავს.

აღნიშნულთან დაკავშირებით საქართველოს პრეზიდენტმა ევროპარლამენტის პრეზიდენტის, რობერტა მეცოლას ოფიციალური წერილი დღეს მიიღო” – წერს ზურაბიშვილი.

ბრიუსელში ვიზიტთან დაკავშირებით, თანხმობის მისაღებად საქართველოს პრეზიდენტის წერილი მთავრობას დღეს გაეგზავნა. სალომე ზურაბიშვილი ევროპარლამენტის წინაშე გამოსვლას 18 აპრილს აპირებდა, თუმცა მოგვიანებით ცნობილი გახდა, რომ მიმართვა გადაიდო სალომე ზურაბიშვილმა ევროპარლამენტში ვიზიტი პარლამენტში სიტყვით გამოსვლის დროს დააანონსა. საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაციამ მოგვიანებით განმარტა, რომ ვიზიტის გადადების მიზეზი “მთავრობის მხრიდან ხელოვნურად გაჭიანურებული თანხმობის მიღების პროცესი” იყო.

საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციამ კი განმარტა, რომ წერილობითი თანხმობა გასცა პრეზიდენტის ვიზიტზე და მისი ადმინისტრაციის მიერ გავრცელებული ინფორმაცია მცდარია. მათ დაასახელეს თარიღები, როდესაც პრეზიდენტს ვიზიტზე თანხმობა წერილობით მისცეს. საქართველოს პრეზიდენტმა ევროპარლამენტს ბოლოს 13 წლის წინ მიმართა.

მსგავსი პოსტები

Back to top button