საქართველოს პრეზიდენტი ევროპის ლიდერებს მიმართავს
რიგის სამიტის წინ საქართველოს პრეზიდენტი ევროპის ლიდერებს მიმართავს.
სააგენტო „ფრანს პრესისთვის“ მიცემულ ინტერვიუში გიორგი მარგველაშვილი მოუწოდებს ევროკავშირს არ მისცეს რუსეთს უფლება, ხელი შეუშალოს მას ყოფილ საბჭოთა ქვეყნებთან მჭიდრო ურთიერთობების დამყარებაში.
“ევროკავშირის ლიდერებმა დამარწმუნეს, რომ რუსეთს არ აქვს უფლება ვეტო დაადოს საქართველოს არჩევანს გახდეს ევროპის ნაწილი, მაგრამ უკრაინაში განხორციელებული აგრესიით, რუსეთმა მოახერხა თავისი კვალი დაემჩნია აღმოსავლეთ პარტნიორობის დღის წესრიგზე,” – აცხადებს გიორგი მარგველაშვილი.
პრეზიდენტი მიიჩნევს, რომ ევროკავშირში საქართველოს, უკრაინისა და მოლდოვის გაწევრიანება, ევროპულ უსაფრთხოებას გააძლიერებს.