მნიშვნელოვანისიახლეები

საქართველოს პრეზიდენტი ევროპარლამენტში სიტყვით 18 დეკემბერს გამოვა

საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი ევროპარლამენტში სიტყვით 18 დეკემბერს, თბილისის დროით 11:30 საათზე გამოვა და ევროპარლამენტის წევრებს მიმართავს, – ამის შესახებ ევროპარლამენტის მიერ გავრცელებულ პრესრელიზშია აღნიშნული.

როგორც პრესრელიზშია ნათქვამი, სალომე ზურაბიშვილი ბოლო წლებში „ქართული ოცნების“ მკაცრი კრიტიკოსი იყო.

„საქართველოში ბოლო პერიოდში, მას მერე, რაც მთავრობამ 2024 წლის ოქტომბრის სადავო საპარლამენტო არჩევნების შემდეგ გადაწყვიტა, შეაჩეროს ქვეყნის ევროკავშირში გაწევრიანების პროცესი, მასშტაბური საპროტესტო გამოსვლები დაიწყო. ქალბატონმა ზურაბიშვილმა, რომელიც საქართველოს პრეზიდენტის თანამდებობას 2018 წლიდან იკავებდა, განაცხადა, რომ არჩევნები, რომელშიც მმართველმა პარტიამ, „ქართულმა ოცნებამ“ გამარჯვების შესახებ განაცხადა, იყო თაღლითური და ეფექტურად იქნა მოპარული. 2024 წლის 28 ნოემბერს მიღებულ რეზოლუციაში ევროპარლამენტარებმა უარყვეს საქართველოში საპარლამენტო არჩევნების შედეგი და მოითხოვეს მათი ხელახალი ჩატარება წლის განმავლობაში.

ქალბატონ ზურაბიშვილს საპრეზიდენტო ვადა 29 დეკემბერს ეწურება და საქართველოს ახალმა პარლამენტმა ცოტა ხნის წინ მის მემკვიდრედ მიხეილ ყაველაშვილი დანიშნა. საფრანგეთში დაბადებული საქართველოს საგარეო საქმეთა ყოფილი მინისტრი, ქალბატონი ზურაბიშვილი ასევე იყო საფრანგეთის ელჩი სამხრეთ კავკასიაში და ბოლო წლებში იყო „ქართული ოცნების“ მკაცრი კრიტიკოსი“, – ვკითხულობთ პრესრელიზში.

ევროპარლამენტის პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილი ევროპარლამენტის სხდომაზე მიიწვია

“სალომე ზურაბიშვილი ევროპარლამენტს ხვალ დილით მიმართავს”, – წერს იოზვიაკი.

შეგახსენებთ, რომ 16 დეკემბერს, ევროპარლამენტის პრეზიდენტმა რობერტა მეცოლამ სალომე ზურაბიშვილი ევროპარლამენტის სხდომაზე მიიწვია.

მსგავსი პოსტები

Back to top button