მნიშვნელოვანიმსოფლიოსიახლეები

საქართველოს პრეზიდენტი მეფე ჩარლზ III-ის კორონაციის ცერემონიას დაესწრება

5 მაისს საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი სამუშაო ვიზიტით დიდი ბრიტანეთისა და ჩრდილოეთ ირლანდიის გაერთიანებულ სამეფოს ეწვევა. პრეზიდენტის ადმინისტრაციის ცნობით, ის ლონდონში დაესწრება მეფე ჩარლზ მესამის კორონაციის ცერემონიას.

საქართველოს პრეზიდენტი ასევე მიწვეულია ცერემონიაზე, რომელიც ბუკინგემის სასახლეში გაერთიანებული სამეფოს მეფე ჩარლზ მესამისა და დედოფალ კონსორტის სახელით, უცხო ქვეყნის ლიდერების პატივსაცემად გაიმართება.

გასული წლის სექტემბერში სალომე ზურაბიშვილი დიდი ბრიტანეთისა და ჩრდილოეთ ირლანდიის გაერთიანებული სამეფოს დედოფლის, ელისაბედ მეორის დაკრძალვის ცერემონიას მსოფლიო ლიდერებთან ერთად დაესწრო. გარდა ამისა, მან მეფე ჩარლზ III-ის სახელით გამართულ მიღებაში მიიღო მონაწილეობა.

დედოფალი ელისაბედ მეორე 8 სექტემბერს გარდაიცვალა, რის შემდეგაც ჩარლზი გახდა ბრიტანეთის გაერთიანებული სამეფოს ახალი მონარქი – ჩარლზ მესამე.

მსგავსი პოსტები

Back to top button