მნიშვნელოვანისიახლეები

საქართველოს პრეზიდენტი „ქართული ოცნების“ საპატიო თავმჯდომარეს ბიძინა ივანიშვილს დებატებში იწვევს

საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი „ქართული ოცნების“ საპატიო თავმჯდომარეს, ბიძინა ივანიშვილს დებატებში იწვევს.“

დებატებთან დაკავშირებით განცხადება სალომე ზურაბიშვილმა ორბელიანების სასახლეში პრესკონფერენციაზე გააკეთა.

მისი თქმით, ბიძინა ივანიშვილმა უნდა ახსნა თავისი ზოგიერთი პოზიცია, თუ რას “რას ერჩის” ქვეყანას.

„ვერავინ ვერ გავიგეთ რეალურად სად არის, რა უნდა, რატომ უნდა და რას უკეთებს ამ ქვეყანას. მე მზად ვარ და დებატებში ვიწვევ. მე პირადად არ შემხვდება. დებატში მოვიდეს, რადგან თვლის თავს და ითვლება, რომ ის არის მთავარი მმართველი. სახელმწიფოს პირველი პირი მე ვარ, მაშინ მოვიდეს და დებატებში გავარჩიოთ.

მე არაფერი მაინტერესებს, ფაქტებს ვუყურებ და ვხედავ, საით მიდის ქვეყანა, მაგრამ საზოგადოებისთვის ვალდებულია, რომ ახნას ზოგიერთი პოზიცია. ახსნას ზოგიერთი პოზიცია, რატომ გაუშვა ორჯერ კორუმპირებული პრემიერი და ვიცით, რომ ნაწილობრივ კორუფციის გამო.. მერე აბრუნებს, მერე კიდევ ახალ თანამდებობაზე სვავს, მერე იბარებს და ნიშნავს ყველაზე არაპოპულარულ ადამიანს როგორც პრემიერად.

რას ერჩის ამ ქვეყანას, ხომ უნდა გვითხრას არჩევნებამდე მაინც, ასე რომ, ერთი კაი დებატი მგონი, გველოდება“, – განაცხადა სალომე ზურაბიშვილმა.

მისივე თქმით, მმართელი პარტია ბიძინა ივანიშვილის დაკვეთას ასრულეს, რითაც ქვეყანას არჩეული კურსიდან გადაახვევინა და იზოლაციაში მოაქცია.

“მთავარი ის არის, რომ ბატონმა ივანიშვილმა თავის საზოგადოებას არაფერზე უპასუხა, არაფერი უთხრა, არაფერი არ ახსნა – თუ რატომ გადაახვევინა მთავრობას, რომელიც ვიცით რომ არის მხოლოდ და მხოლოდ შემსრულებელი, გადაახვევინა ჩვენი კურსიდან – ასეთი ზიანი მიაყენა ქვეყანას. იზოლაციაში ჩააყენა ქვეყანა. ეს ქვეყანა დაასუსტა. გახსოვთ სტატუსის მიღების დღეებში რა ხდებოდა, ყველა ყველას ულოცავდა, ყველა ბედნიერი და გახარებული იყო – ეს ყველაფერი გათელა, იმისთვის რომ რაღაც უაზრო და არასაჭირო კანონი შემოეტანა. რატომ? – ვინმეს უთხრა ?”, – აღნიშნა პრეზიდენტმა.

მსგავსი პოსტები

Back to top button