მნიშვნელოვანისიახლეები

საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი დღეს დაგეგმილ დედების მსვლელობას შეუერთდება

საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი დღეს ფილარომიიდან დედების მსვლელობას შეუერთდება. ამის შესახებ ის ფეისბუქზე წერს.

“დედებო გილოცავთ დედის დღეს, გილოცავთ თქვენ ვისი შვილები უსამართლოდ პატიმრობაში იმყოფებიან და თქვენთან ვიქნები დღეს ფილარმონიასთან! დედებს ვერავინ, ვერასოდეს ვერ გვაჯობებს, ვერ გაგვაჩუმებს”,- წერს პრეზიდენტი ზურაბიშვილი თავის ფეისბუქ გვერდზე.

ცნობისთვის, დღეს, თბილისში დედების მარში დაიგეგმა. მსვლელობაში ის დედები მიიღებენ მონაწილეობას, რომელთა შვილები დაკავებულია. შეკრება 20:00 საათზე, ფილარმონიასთან დაიწყება და პარლამენტის შენობასთან დასრულდება.

მსგავსი პოსტები

Back to top button