მნიშვნელოვანისიახლეები

საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი რუსთაველის გამზირზე მივიდა

საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი რუსთაველის გამზირზე მივიდა. პარლამენტის წინ ის მეგობართან, ნათელა მაჭავარიანთან ერთად გამოჩნდა.
ისმის მოქალაქეების შეძახილები – „სცენაზე“, რითაც ისინი სალომე ზურაბიშვილს მიმართავენ.

სალომე ზურაბიშვილი ჟურნალისტებთან მცირე კომენტარით შემოიფარგლა.

„ჭირშიც და ლხინშიც ერთად ვართ. აქ თუ რაღაცას ვზეიმობთ, ვიზეიმებთ და ყველაფერში ერთად ვართ და ყველა წყნარად იყოს, არაფერი მოხდება ამ საღამოს, ყველანი ერთად ვიქნებით“.

ჟურნალისტის კითხვას, იყო თუ არა პროვოკაცია პარლამენტის წინ ნაძვის ხის ანთების ღონისძიების დაგეგმვა, ზურაბიშვილმა ასე უპასუხა:

„არაფერი პროვოკაცია არ იქნება, მე ვარ დედა და ბებია, ნათელა არის დედა და დედა და არანაირი პროვოკაცია არ იქნება“.

შეეშინდა კალაძეს? – ჰკითხა მას ჟურნალისტმა:

„არავის არ შეეშინდა, არაა საინტერესო“.

საქართველოს პრეზიდენტი პარლამენტის წინ, ცხრა აპრილის მემორიალთან დგას.

თბილისში მთავარ ნაძვის ხის ანთების ღონისძიება გადაიდო. ამის შესახებ თბილისის მერმა, კახა კალაძემ მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ ბრიფინგზე, ღონისძიების დაწყებამდე რამდენიმე წუთით ადრე განაცხადა.

„მივიღეთ გადაწყვეტილება, გადავდოთ ნაძვის ხის ანთება, საახალწლო ზეიმი. საზეიმო ღონისძიება გაიმართება მაშინ, როდესაც რადიკალური ოპოზიცია არ გადაეღობება ბავშვებს და მისცემს ნაძვის ხის ანთების შესაძლებლობას“, – თქვა კახა კალაძემ.

თბილისის მერია ამ ღონისძიებისთვის რამდენიმე დღის განმავლობაში ემზადებოდა. ააწყეს ნაძვის ხე და მოაწყეს სცენა.

ღონისძიებამდე რამდენიმე დაახლოებით ერთი საათით ადრე კი ასეულობით პოლიციელი გამოჩნდა, პარლამენტის შენობის ფასადზე მიანათეს საახალწლო განათებები, რომელიც კალაძის გადაწყვეტილების შემდეგ გაითიშა.

მეჩვიდმეტე დღეა, დემონსტრანტები დედაქალაქსა და რეგიონებში აპროტესტებენ „ქართულ ოცნებაში“ მიღებულ გადაწყვეტილებას, რომლის მიხედვითაც, საქართველო 2028 წლის ბოლომდე დღის წესრიგში არ დააყენებს ევროკავშირში გასაწევრიანებლად მოლაპარაკების გახსნის საკითხს.

28 ნოემბრის შემდეგ პოლიციამ აქციის 400-ზე მეტი მონაწილე დააკავა, მათ შორის სისხლის სამართლის წესით დააკავა 30-ზე მეტი ადამიანი, რომელთაც რამდენიმეწლიანი პატიმრობა ემუქრებათ. მათ რიცხვში არიან საზოგადოებისთვის ცნობილი სახეებიც.

დაკავებულთა შორის არ არიან პოლიციელები, მათ შორის ისინიც, ვინც ჟურნალისტებზე პირდაპირ ეთერში მუშაობის დროს იძალადეს.

რუსთაველის გამზირზე აქციის მონაწილეები დილიდან არიან მობილიზებულები. ვითარება რუსთაველის გამზირზე მშვიდია, აქციის მონაწილეების ნაწილი იმყოფებოდა 9 აპრილის ქუჩაზე, ნაწილი ჭიჭინაძის ქუჩაზე, თუმცა ახლა სრული მობილიზება პარლამენტის წინ არის.

დღეს იგეგმებოდა ნაძვის ხის ანთება, თუმცა სავარაუდო პროვოკაციების ასარიდებლად თბილისის მერმა ნაძვის ხის ანთების ღონისძიება გაურკვეველი დროით გადადო.

ის გამოეხმაურა კახა კალაძის გადაწყვეტილებას, რომელმაც ნაძვის ხის ანთების ღონისძება “მოსალოდნელი პროვოკაციების” მიზეზით გადადო. პრეზიდენტის თქმით, დღეს არანაირი პროვოკაციები არ იქნება.

აღსანიშნავია, რომ დღეს თბილისის მერიას ნაძვის ხის ანთება ჰქონდა დაგეგმილი, თუმცა ღონისძიება გადადო.

ამ თემაზე განცხადება გააკეთა ქალაქის მერმა, კახა კალაძემ. „ნაძვის ხის ანთების ღონისძიება გაიმართება მაშინ, როცა რადიკალური ოპოზიცია არ გადაეღობება ბავშვებს, დღევანდელი დღე არის კიდევ ერთი დასტური, რომ რადიკალური ფაშიზმი აუცილებლად უნდა დასრულდეს“, – აღნიშნა კახა კალაძემ.

მსგავსი პოსტები

Back to top button