მნიშვნელოვანიმსოფლიოსიახლეები

საქართველოს პრეზიდენტი საქართველოში ოფიციალური ვიზიტით მყოფ ჯინ შაჰინსა და მაიკ ტერნერს შეხვდა

საქართველოში სენატორი ჯინ შაჰინი და კონგრესმენი მაიკ ტერნერი იმყოფებიან. უკვე შედგა პირველი შეხვედრა პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილთან.

ორმხრივი ურთიერთობები, საქართველოს ევროატლანტიკური ინტეგრაცია, მომავალი არჩევნები, რუსული ოკუპაცია და შავი ზღვის უსაფრთხოება – ამ თემებზე იყო საუბარი დღეს ორბელიანების სასახლეში.

ორპარტიული ვიზიტის ფარგლებში, სენატორი და კონგრესმენი საქართველოს მთავრობის, სამოქალაქო საზოგადოების, კერძო სექტორისა და პოლიტიკური პარტიების წარმომადგენლებსაც შეხვდებიან.

განცხადებაში, რომელიც ვიზიტთან დაკავშირებით საელჩომ გაავრცელა წერია, რომ შეერთებული შტატები მხარს უჭერს საქართველოს ხალხს და მათ ევროატლანტიკურ მისწრაფებებს.

საპარლამენტო უმრავლესობას კი აქვს მოლოდინი, რომ სენატორი და კონგრესმენი, საქართველოში მიმდინარე პოლიტიკურ პროცესებს, საფუძვლიანად შეისწავლიან და მას სამართლიან შეფასებას მისცემენ.

პრეზიდენტი სოციალურ ქსელ X-ში წერს, რომ განიხილეს ორმხრივი ურთიერთობები, საქართველოს ევროატლანტიკური ინტეგრაცია, მოახლოებული არჩევნები, რუსული ოკუპაცია, ჰიბრიდული ომი და შავი ზღვის უსაფრთხოება.

„მათი ვიზიტი საქართველოსადმი ამერიკის შეერთებული შტატების მტკიცე მხარდაჭერის კიდევ ერთი დასტურია“, – აღნიშნავს პრეზიდენტი. ზურაბიშვილთან შეხვედრას გამოეხმაურა სენატორი შაჰინი.

„სასიამოვნოა, რომ ჩემი ვიზიტი საქართველოში პრეზიდენტ ზურაბიშვილთან შეხვედრით დავიწყე. მადლობელი ვარ ევროატლანტიკური მომავლისადმი მისი მტკიცე ერთგულებისთვის – ესაა ამბიცია, რომელსაც იზიარებს ქართველი ხალხის უმრავლესობა“, – დაწერა ჯინ შაჰინმა სოციალურ ქსელ X-ში. საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციაში მედიას უთხრეს, რომ სენატორი და კონგრესმენი პრემიერ-მინისტრ ირაკლი კობახიძეს ხვალ, 10 აგვისტოს შეხვდებიან.

აშშ-ის საელჩოს ცნობით, ვიზიტის ფარგლებში შეხვედრები ასევე დაგეგმილია სამოქალაქო საზოგადოების, კერძო სექტორისა და პოლიტიკური პარტიების წარმომადგენლებთან. გარდა ამისა, შაჰინი და ტერნერი გაეცნობიან აშშ-ის მთავრობის პროგრამებს, რომელიც მხარს უჭერს იძულებით გადაადგილებულ პირებს, მეწარმეებსა და სტუდენტებს.

„შეერთებული შტატები რჩება სრულად ჩართული და ერთგული საქართველოს ხალხისა და მათი ევროატლანტიკური მისწრაფებების მხარდაჭერაში“, – აცხადებს აშშ-ს საელჩო საქართველოში.

შაჰინთან და ტერნერთან განვიხილეთ ორმხრივი ურთიერთობები, საქართველოს ევროატლანტიკური ინტეგრაცია, მომავალი არჩევნები, რუსული ოკუპაცია, ჰიბრიდული ომი და შავი ზღვრის უსაფრთხოება, – ამის შესახებ საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი X-ზე წერს.

„მივესალმე საქართველოს მეგობრებს, სენატორ ჯინ შაჰინსა და კონგრესმენ მაიკ ტერნერს.

განვიხილეთ ორმხრივი ურთიერთობები, საქართველოს ევროატლანტიკური ინტეგრაცია, მომავალი არჩევნები, რუსული ოკუპაცია, ჰიბრიდული ომი და შავი ზღვრის უსაფრთხოება.

მათი ვიზიტი აშშ-ის მხრიდან საქართველოს ურყევი მხარდაჭერის კიდევ ერთი დასტურია”, – წერს ზურაბიშვილი.

სენატორი ჯინ შაჰინი (დემოკრატიული პარტია) და კონგრესმენი მაიკ ტერნერი (რესპუბლიკური პარტია) დღეს საქართველოს ოფიციალური ვიზიტით ეწვივნენ.

საქართველოში ამერიკის შეერთებული შტატების საელჩოს ცნობით, ორპარტიული ვიზიტის ფარგლებში, ისინი ასევე შეხვდებიან საქართველოს მთავრობის, სამოქალაქო საზოგადოების, კერძო სექტორისა და პოლიტიკური პარტიების წარმომადგენლებს. ასევე, სენატორი და კონგრესმენი გაეცნობიან აშშ-ის მთავრობის პროგრამებს, რომელიც მხარს უჭერს იძულებით გადაადგილებულ პირებს, მეწარმეებსა და სტუდენტებს.

სენატორი ჯინ შაჰინი და კონგრესმენი მაიკ ტერნერი დღეს საქართველოს ოფიციალური ვიზიტით ეწვივნენ.

საქართველოში ამერიკის შეერთებული შტატების საელჩოს ცნობით, ორპარტიული ვიზიტის ფარგლებში, ისინი ასევე შეხვდებიან საქართველოს მთავრობის, სამოქალაქო საზოგადოების, კერძო სექტორისა და პოლიტიკური პარტიების წარმომადგენლებს. ასევე, სენატორი და კონგრესმენი გაეცნობიან აშშ-ის მთავრობის პროგრამებს, რომელიც მხარს უჭერს იძულებით გადაადგილებულ პირებს, მეწარმეებსა და სტუდენტებს.

მსგავსი პოსტები

Back to top button