მნიშვნელოვანისიახლეები
საქართველოს პრეზიდენტმა 9 მსჯავრდებული შეიწყალა

საქართველოს პრეზიდენტის მიერ შეწყალებული 9 მსჯავრდადებულიდან, 5 სრულად გათავისუფლდა სასჯელის მოხდისგან და პენიტენციურ დაწესებულებას დღესვე დატოვებს.
4 მსჯავრდებულს კი მოსახდელად დარჩენილი სასჯელის ვადა შეუმცირდა.
“4 მსჯავრდებულს პენიტენციურ დაწესებულებაში მოსახდელად დარჩენილი სასჯელის ვადა შეუმცირდა. გათავისუფლებულ მსჯავრდებულთაგან 2 ქალი მსჯავრდებულია“, – ნათქვამია საქართველოს პრეზიდენტის ვებსაიტზე გამოქვეყნებულ ინფორმაციაში. შეწყალებული მსჯავრდადებულების ვინაობის შესახებ ინფორმაცია, როგორც წესი, არ ვრცელდება.