მნიშვნელოვანისიახლეები

საქართველოს პრეზიდენტმა დღეს 12 მსჯავრდებული პირი შეიწყალა

საქართველოს პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა 12 მსჯავრდადებული შეიწყალა. ინფორმაციას პრეზიდენტის ადმინისტრაცია ავრცელებს.

საიდანაც ცხრა მსჯავრდებული სრულად გათავისუფლდა პენიტენციურ დაწესებულებაში თავისუფლების აღკვეთის სახით დანიშნული სასჯელის შემდგომი მოხდისაგან.
მათივე ცნობით, ორ მსჯავრდებულს პენიტენციურ დაწესებულებაში მოსახდელად დარჩენილი სასჯელის ვადა შეუმცირდა

ამასთან, შეწყალების აქტი შეეხო ასევე ერთ პირობით მსჯავრდებულს, რომელიც სრულად გათავისუფლდა პირობითად ჩათვლილი თავისუფლების აღკვეთის შემდგომი მოხდისგან.
გუშინ, 14 ოქტომბერს, საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესია სვეტიცხოვლობას აღნიშნავდა. როგორც წესი, პრეზიდენტი შეწყალების აქტს მსგავს დღესასწაულებზე გამოსცემს ხოლმე.

შეწყალებული პირების ვინაობა უცნობია.

მსგავსი პოსტები

Back to top button