მნიშვნელოვანისიახლეები
საქართველოს პრეზიდენტმა ხმა 67-ე საჯარო სკოლაში განთავსებულ საარჩევნო უბანზე მისცა

პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა 2024 წლის საპარლამენტო არჩევნებზე საკუთარი ხმა უკვე დააფიქსირა.
როგორც მან ჟურნალისტებს განუცხადა, ხმა მისცა ახალ საქართველოს, რომელზეც წინაპრები ლოცულობდნენ.
“მთელ საქართველოს მინდა მივულოცო დღევანდელი დღე, რომელიც არის დღებედნიერი. ხმა მივეცი არა “ვის”, არამედ “რას”. ხმა მივეცი ახალ საქართველოს, იმ საქართველოს, რომლის გულისთვისაც ჩამოვედი ამ ქვეყანაში 22 წლის წინ, მივეცი ხმა იმ საქართველოს, რომელზეც ჩემი წინაპრები ლოცულობდნენ, რომელზეც ლოცულობს მთელი საქართველო. ჩვენ საღამოს ვიქნებით ყველანი გამარჯვებულები, დამარცხებული არავინ იქნება, იმიტომ რომ გაიმარჯვებს საქართველო”, – თქვა ზურაბიშვილმა.
საქართველოში საარჩევნო უბნები გაიხსნა და კენჭისყრის პროცედურა მიმდინარეობს.