საქართველოს პრეზიდენტმა ქალების მარშს სიტყვით მიმართა

საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი ორბელიანების მოედანზე მოწყობილ საახალწლო სოფელში ქალთა მარშის მონაწილეებთან გავიდა და მათ სიტყვით მიმართა.
სალომე ზურაბიშვილმა მცირე კომენტარი გააკეთა და აღნიშნა, რომ ქალები ძალიან დიდ იმედს წარმოადგენენ თავისუფალი საქართველოსთვის.
„ქალები არიან ყველაზე მაგრები ამ ქვეყანაში, ამ ქვეყნის ძალიან დიდ იმედს წარმოადგენენ – დღევანდელი დღისთვის და მომავლისთვის და თავისუფალი საქართველოსთვისაც”, – განაცხადა სალომე ზურაბიშვილმა.
ორბელიანების სასახლესთან „ქალები მარშის” მონაწილეები მსვლელობით მივიდნენ.
ისინი რამდენიმე წუთის განმავლობაში ორბელიანების სასახლესთან სკანდირებდნენ: „სალომე, სალომე”, რის შემდეგაც პრეზიდენტი მათთან შესახვედრად გამოვიდა.
პრეზიდენტს მოქალაქეები მხარდაჭერის ნიშნად ხელს ართმევენ და სკანდირებენ „სალომე, სალომე”.
პროევროპულ აქციებზე დაკავებული აქტივისტების გათავისუფლებისა და ხელახალი საპარლამენტო არჩევნების ჩატარების მოთხოვნით თბილისსა და ზუგდიდში ქალთა მარში გაიმართა.
თბილისში გამართული ქალთა მარშის მონაწილეები ორბელიანების სასახლესთან მივიდნენ, რა დროსაც სალომე ზურაბიშვილი მათ მცირე ხნით შეუერთდა, მხარდაჭერა გამოუცხადა და შემაღლებული ადგილიდან მიმართა.
“ქალები არიან ყველაზე მაგარი ამ ქვეყანაში, ძალიან დიდ იმედს წარმოადგენენ ამ ქვეყნის დღევანდელი დღისთვის და მომავლისთვის და თავისუფალი საქართველოსთვის”, – თქვა პრეზიდენტმა, რის შემდეგაც იგი კვლავ სასახლეში დაბრუნდა.
ქალთა მარშს ზუგდიდშიც შეუერთდნენ. ქალები მთავარ ბულვარში შეიკრიბნენ, მოგვიანებით კი მსვლელობა გამართეს. რამდენიმე წუთით გადაკეტეს ქალაქის ცენტრალური გზა და მოქალაქეებს პროტესტში ჩართვისკენ მოუწოდეს. მარშის მონაწილეები სამეგრელო-ზემო სვანეთის რეგიონში სახელმწიფო რწმუნებულის ადმინისტრაციასთან მივიდნენ, სადაც 28-ე დღეა საპროტესტო აქცია ტარდება.
ადგილზე მობილიზებულმა პოლიციამ აქციის მონაწილეებს თავდაპირველად ადმინისტრაციის შესასვლელთან ახლოს, კიბეზე დგომის უფლება არ მისცა.
მარშის მონაწილეების მიერ ამ ფაქტის გაპროტეატების შემდეგ, მათ ნება მისცეს სააურველ ლოკაციაზე დგომის.
/////////////////////
“ქალების მარში” მსვლელობით ფილარმონიიდან ორბელიანების სასახლესთან მივიდა.
პროტესტის მონაწილეები სკანდირებენ: “ სალომე, სალომე!”.
თბილისში პროტესტი უკვე 27-ე დღეა უწყვეტ რეჟიმში გრძელდება. დღის განმავლობაში თბილისის სხვადასხვა ლოკაციაზე საპროტესტო მსვლელობები იმართება, საღამოს 20:00 საათიდან კი შეკრების ადგილი პარლამენტის მიმდებარე ტერიტორიაა.
ცნობისთვის, მოქალაქეების პროტესტი პრემიერ-მინისტრის, ირაკლი კობახიძის 28 ნოემბრის განცხადებას მოჰყვა, რომლის მიხედვითაც საქართველომ ევროკავშირში გაწევრიანებაზე მოლაპარაკებების გახსნა 2028 წლამდე გადადო.