მნიშვნელოვანირეგიონი

საქართველოს პროკურატურა სექსუალურ ძალადობაში ბრალდებლი ორი პირის გამამართლებელ განაჩენს ასაჩივრებს

საქართველოს პროკურატურა სექსუალურ ძალადობაში ბრალდებლი ორი პირის გამამართლებელ განაჩენს ასაჩივრებს.

განაჩენი სიღნაღის რაიონულმა სასამართლომ გამოიტანა, რომლის თანახმადაც შეზღუდული შესაძლებლობების მქონე არასრულწლოვანის გაუპატიურების, სექსუალური ხასიათის სხვაგვარი და გარყვნილი ქმედების ჩადენაში მხილებული პირები, უდანაშაულოს არიან ცნობილი.

“პროკურატურა კატეგორიულად არ ეთანხმება სიღნაღის რაიონული სასამართლოს გადაწყვეტილებას, რომლითაც არასრულწლოვანი, შეზღუდული შესაძლებლობის მქონე ოჯახის წევრის მიმართ სექსუალურ ძალადობაში ორი ბრალდებული უდანაშაულოდ იქნა ცნობილი და განაჩენს სააპელაციო წესით გაასაჩივრებს”- აცხადებენ უწყებაში.

სამართალდამცველებმა ბრალდებულები 2022 წლის 27 იანვარს დააკავეს.

გამოძიების მტკიცებით, ერთ-ერთი ბრალდებული შეზღუდული შესაძლებლობის მქონე არასრულწლოვან გერს სისტემატურად აუპატიურებდა და დაზარალებულთან სექსუალური ხასიათის ქმედებებს ახორციელებდა.

საქმის მასალების თანახმად, არასრულწლოვანი დაზარალებულის მიმართ, სექსუალური ხასიათის და ასევე გარყვნილ ქმედებას, სისტემატიურად ახორციელებდა ბრალდებულის მამაც.

ბრალდების მხარე განმარტავს, რომ ექსპერტიზის დასკვნით, დაზარალებულმა ძალადობის შედეგად განიცადა ფსიქოლოგიური ტანჯვა, გამოკვლეულია აუდიომასალა, სადაც დაზარალებული საუბრობს მის მიმართ განხორციელებული სექსუალური ძალადობის ფაქტებზე.

სიღნაღის რაიონული სასამართლოს განაჩენს, პროკურატურა სამოტივაციო ნაწილის ჩაბარების შემდეგ, კანონით დადგენილ ვადაში თბილისის სააპელაციო სასამართლოში გაასაჩივრებს.

მსგავსი პოსტები

Back to top button