სპორტი

საქართველოს ქალ ფეხბურთელთა ნაკრებს ახალი მწვრთნელი ყავს

საქართველოს ქალთა ნაკრებს სათავეში გიორგი ჩხაიძე ჩაუდგება. მან ამ პოსტზე ლევან ბაჯელიძე შეცვალა.

ახალი მთავარი მწვრთნელი ამ დრომდე ლანჩხუთს ავარჯიშებს, რომელიც 2020 წლის ჩემპიონთა ლიგის ძირითად ბადეში გაიყვანა.

ლანჩხუთის ქალთა გუნდის თავკაცად ჩხაიძე 2018 წელს დაინიშნა. შარშანდელ სეზონზე კლუბმა ორი საკვალიფიკაციო ეტაპი დაძლია და ქართულ საკლუბო ფეხბურთის ისტორიში პირველად, ჩემპიონთა ლიგის ძირითად ბადეში მოხვდა.

ფედერაციამ მისი ღვაწლი დააფასა და ეროვნული ნაკრების სადავეები ანდო.

თავად სპეციალისტი კი ამბობს, რომ ამ საპასუხისმგებლო პოსტის დაკავებაზე თანხმობისთვის დიდი დრო დასჭირდა.

„ვეცდები,იმედები გავამართლო. თავს არ დავზოგავ შრომისთვის. ჩვენი მიზანი შედეგის გაუმჯობესება იქნება“ – აცხადებს ჩხაიძე.

საქართველოს ქალთა ნაკრები გიორგი ჩხაიძის ხელმძღვანელობით მსოფლიოს 2023 წლის ჩემპიონატის შესარჩევ ციკლში ითამაშებს, რომელიც მიმდინარე წლის 13 სექტემბერს დაიწყება და 2022 წლის 11 ოქტომბერს დასრულდება.

მსგავსი პოსტები

Back to top button