მნიშვნელოვანირეგიონისიახლეები

თელავის სავაჭრო ცენტრებში ხალხმრავლობაა

კორონავირუსის გამო დაწესებული შეზღუდვების ნაწილობრივ მოხსნის შემდეგ, თელავის სავაჭრო ცენტრებში ხალხმრავლობაა. მოქალაქეების განსაკუთრებული სიმრავლე იმ ადგილებში შეინიშნება, სადაც ტანსაცმლის რეალიზაცია მიმდინარეობს.

სავაჭრო ცენტრებში რადიო ჰერეთს განუმარტეს, რომ წესების დაცვას შეძლებისდაგვარად ცდილობენ.

” ხალხი ნამდვილად მოვიდა. იმდენ ხანს ვართ დაკეტილები, ადამიანებს ათასი საჭიროება დაუგროვდათ. თერმოსკრინინგს ვატარებთ, პირბადეს ვატარებთ, ხსნარებს ვიყენებთ. სულ რომ არავინ შემოვუშვათ, მაშინ აქ ტყუილად ვართ”- თქვა რადიო ჰერეთთან, ერთ- ერთი სავაჭრო ცენტრის წარმომადგენელმა.

დაავადებათა კონტროლის ცენტრის კახეთის განყოფილების ხელმძღვანელის, ნელი ხიზანიშვილის ინფორმაციით, სავაჭრო ცენტრებს ჯანდაცვის მინისტრის 01-227 ბრანებით დამტკიცებული რეკომენდაციების დაცვის ვალდებულება აქვთ.

” ამ.ბრძანებაში, გაწერილია ყველა ის ვალდებულება, რომელიც აკისრია ყველა სავაჭრო ობიექტს, როგორც საცალო, ისე საბითუმო ვაჭრობის დროს. ზედამხედველობა წესენის დაცვაზე განხორციელდება, როგორც ადგილობრივი მერიების შესაბამისი სამსახურების, ასევე შრომის ინსპექტირების დეპარტამენტის მიერ და დარღვევისთვის დაწესებულია სანქციები და მიიღება გადაწყვეტილებები”- განაცხადა ხიზანიშვილმა.
სავაჭრო ცენტრები თელავში, 1 თებერვალს გაიხსნა.

საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრის წარმომადგენლებმა ცენტრების თანამშრომლებს, ტესტირება კორონა ვირუსზე სამუშაო ადგილებზე ჩაუტარეს.

დღევანდელი მდგომარეობით სავაჭრო ობიექტებზე, კოვიდ – 19- ის დადასტურებული შემთხვევა არ გამოვლენილა.

მსგავსი პოსტები

Back to top button