მნიშვნელოვანისიახლეები

საქართველოს რკინიგზის ცნობით, კიდევ რამდენიმე რეისი გაუქმდა

„საქართველოს რკინიგზა“ უამინდობის და დიდთოვლობის გამო, მატარებლების კიდევ რამდენიმე რეისს აუქმებს.

რკინიგზის ინფორმაციით, უქმდება რეისები:

26 თებერვალი – № 802 თბილისი – ბათუმი;

26 თებერვალი – №803 ბათუმი – თბილისი;

26 თებერვალი – №870 თბილისი-ზუგდიდი;

26 თებერვალი – №873 ფოთი-თბილისი;

„მგზავრებს ბილეთის საფასური სრულად აგინაზღაურდებათ. საქართველოს რკინიგზის რეისები აღდგება შექმნილი მეტეოროლოგიური ვითარების გამოსწორებისთანავე“, – აღნიშნულია ინფორმაციაში.

შეგახსენებთ, მანამდე რკინიგზამ გააუქმა შემდეგი რეისები: 25 თებერვალი:№804 თბილისი-ბათუმი;№801 ბათუმი-თბილისი;№874 თბილისი-ფოთი;№869 ზუგდიდი-თბილისი.

მსგავსი პოსტები

Back to top button