მნიშვნელოვანიმსოფლიოსაქართველოსიახლეები

საქართველოს საელჩო ისრაელში მყოფ ქართველებს სიფრთხილისკენ მოუწოდებს

საქართველოს საელჩო ისრაელში მყოფ საქართველოს მოქალაქეებს სიფრთხილისკენ კიდევ ერთხელ მოუწოდებს

“საქართველოს მოქალაქეებს კვლავ მოგიწოდებთ, დაიცავით უსაფრთხოების ზომები.
მიმდინარე სამიზნე აშკელონი, აშდოთი, შდეროთი, აეროპორტის მიმდებარე ტერიტორიაა.
ვრცელდება მუქარა თელ ავივის (შესაბამისად, გარშემო ქალაქების) მიმართულებაზე”, – ნათქვამია საელჩოს განცხადებაში.

ისრაელის შეიარაღებულ ძალებსა და პალესტინელ სამხედროებს შორის ორმხრივი ცეცხლი არ წყდება. ისრაელის პრემიერ-მინისტრმა ბენიამინ ნეტანიაჰუმ 13 მაისს საღამოს, საგანგებო მიმართვა გაავრცელა და განაცხადა, რომ სამხედრო ოპერაცია გაგრძელდება იმდენ ხანს, რამდენიც საჭირო იქნება ისრაელის სახელმწიფოს სიმშვიდის და უსაფრთხოების აღსადგენად. ნეტანიაჰუს თქმით, „ჰამასს“ და სხვა ტერორისტულ ორგანიზაციებს ისრაელზე თავდასხმა ძვირად დაუჯდებათ.

ბოლო მონაცემებით, ისრაელში 7 ადამიანია დაღუპული, პალესტინაში კი 83.

მსგავსი პოსტები

Back to top button