მნიშვნელოვანიმსოფლიოსიახლეები

საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა დმიტრო კულებასთან შეხვედრა გამართა

ნატო-ს საგარეო საქმეთა მინისტერიალის ფარგლებში, საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა ილია დარჩიაშვილმა, ხანმოკლე, გაცნობითი ხასიათის შეხვედრა გამართა უკრაინელ კოლეგასთან, დმიტრო კულებასთან. აღნიშნულის შესახებ საგარეო უწყების ხელმძღვანელი სოციალურ ქსელში წერს.

„ნატო-ს საგარეო საქმეთა მინისტერიალზე მქონდა შესაძლებლობა ხანმმოკლე შეხვედრა გამემართა უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრთან, დმიტრო კულებასთან. შევთანხმდით, რომ გავაგრძელებთ მჭიდრო კომუნიკაციას. კიდევ ერთხელ დავადასტურე საქართველოს მხარდაჭერა უკრაინის მიმართ“, – წერს დარჩიაშვილი Twitter-ის პირად გვერდზე.

ასევე მინისტრმა ნატოს მინისტერიალის ფარგლებში ნიდერლანდების საგარეო საქმეთა მინისტრთან შეხვედრა გამართა. საგარეო უწყების ხელმძღვანელმა მადლობა გადაუხადა ნიდერლანდებს საქართველოს მხარდაჭერისთვის. ნიდერლანდების საგარეო საქმეთა მინისტრმა კიდევ ერთხელ დაადასტურა ქვეყნის სურვილი, გააძლიეროს თანამშრომლობა აღმოსავლეთ პარტნიორობის ქვეყნებთან, მათ შორის საქართველოსთან, რაც აისახა კიდეც ნიდერლანდების საგარეო პოლიტიკისა და უსაფრთხოების დოკუმენტში.

კიდევ ერთი შეხვედრა ილია დარჩიაშვილმა თურქ კოლეგასთან, მევლუთ ჩავუშოღლუსთან გამართა. გაცნობითი ხასიათის შეხვედრაზე მინისტრებმა ხაზი გაუსვეს ორი ქვეყნის მჭიდრო მეგობრობას და სტრატეგიულ პარტნიორობას. გამოთქვეს მზაობა, აქტიურად ითანამშრომლონ საქართველო-თურქეთის ურთიერთობების შემდგომი განვითარებისთვის. შეხვედრაზე საუბარი შეეხო უკრაინის კრიზისს და რეგიონში შექმნილ უსაფრთხოების რთულ გარემოს.

მსგავსი პოსტები

Back to top button